2019.01.2019. ბათუმის სამედიცინო აკადმია. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,პრაქტიკოსი ექთანი" მესამე სასწავლო წელი. მოდული: ,,მუშაობის სპეციფიკა სამედიცინო ლაბორატორიებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრებში".სწავლის შედეგი - 3. ლაბორატორიული კვლევის პრეანალიზური ფაზის აღწერა. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებელი ნანა ანანიძე.
მორიგი ტრენინგ-სემინარი აკადემიაში
ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთათვის 25 იანვარს ჩატარდა მორიგი ტრენინგ-სემინარი თემაზე: „მოდული და მისი სტრუქტურა“. ტრენინგ-სემინარი ჩაატარა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ექსპერტმა მზია ბაკურიძემ. მან მრავალფეროვანი თვასაჩინოებითი მასალების მოშველიებით აუხსნა მსმენელთ მოდულის სტრუქტურის არსი, მისი კომპონენტები. ესაუბრა შედეგის მისაღწევად გასათვალისწინებელ მოთხოვნებზე. იყო შეკითხვები, მოდულის განმახორციელებელთა ჩართულობა. მსმენელთ მიეცათ სამუშაო დავალება. პროფესიულმა მასწავლებელმა ინგა ვრდიძემ გააკეთა პრეზენტაცია შეფასების ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, - მოდული „ფარმაკოლოგიის საფუძვლები საექთნო საქმეში“
შეხვედრა შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან
21 იანვარს გაიმართა შეხვედრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან, მონიტორინგის მუშაობაში ჩართულ მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. შეხვედრას ესწრებოდა მედცენტრის კლინიკური დირექტორი დეა ქაჯაია. შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. აღინიშნა, რომ შიდა მონიტორინგის ჯგუფის ეფექტური მუშაობისათვის მოხდა ჯგუფის წევრებზე ფუნქციების განაწილება. განისაზღვრა ოთხი ძირითადი სამუშაო მიმართულება: სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი (ხელმძღვანელი შორენა უზუნაძე), მიღწევების შეფასების და მათი დოკუმენტირების მონიტორინგი (ხელმძღვანელი ინგა ვარდიძე); სასწავლო წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი (ხელმძღვანელი ინგა შალამბერიძე); სტუდენტებთან მუშაობის მონიტორინგი (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე). შიდა მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის კოორდინატორია მზია ბაკურიძე (აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). მონიტორინგის სამუშაოს ჯგუფები დაკომპლექტდა სასწავლებლის პედაგოგიური პერსონლით, დამსაქმებლებით, სტუდენტებით. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მუშაობაში ჩაერთო მედცენტრის კლინიკური დირექტორი, ქ-ნ. დეა ქაჯაია. ითქვა, რომ აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს სასწავლებლის საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების ხარისხის ამაღლებას. მით უფრო, სასწავლებელი ემზადება ავტორიზაციისათვის. დაიგეგმა, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა ერთი კვრის ვადაში წარმოადგინონ საკურატორი მიმართულებათა გეგმა-გრაფიკი.
შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან
საქართველოს და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 24 დეკემბერს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა შეხვედრა აჭარის რეგიონის პროფესიულ- საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან, დამსაქმებლებთან. შეხვედრა მიეძღვნა საქართვერლოში პროფესიული განათლების დუალური მოდელის გაცნობას, მისი დანერგვის მიმდინარეობას. იყო საუბარი პროფესიულ განათლებაში არსებულ ჩიხებსა და მათი გამოსწორების გზებზე. მოეწყო პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის პრეზენტაცია. რომელიც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეკვეთით, მოამზადა ჯგუფმა „ჯეპრა“-მ. პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, სსიპ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ. ზოგიერთი მიდგომების შესახებ შეხვედრაზე თავისი პოზიცია გამოხატეს ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მაოდგილე), მზია ბაკურიძემ (აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი).
დაისვა კითხვები. შეხვედრა მიმდინარეობდა აზრთა გაზიარების რეჟიმში.
წინა საახალწლოდ 26 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დიდი ჟრიამული იყო. სასწავლებლის სტუდენტთა გაერთიანების ინიციატივით მოეწყო საახალწლო კარნავალი. ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობას იღებდა ფარმაცევტისა და პრაქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისაგან შემდგარი ოთხი გუნდი: „მერცხლები“, „თალმუსი“, „მედიკოსები“, „სელებრითი“. კონკურს თვალყურს ადევნებდა და შეფასებებს აძლევდა ჟიური. ვიქტორინა შედგებოდა საინტერესო მრავალფეროვანი „თავსატეხი“ კითხვებისაგან. ღონისძიების დამდგმელი და წამყვანი იყო მზია ბაკურიძე (აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). სტუდენტებმა - ნანა ცეცხლაძემ, ქეთი კუჭავამ წაიკითხეს საკუთარი ლექსები, „ჩანაწერები დღიურიდან“. ჟიურის შეფასებით პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა „მერცხალმა“. გუნდის წევრები, - მაია დავითაძე (კაპიტანი), მარინა მოწყობილი, დიანა ამაღლობელი, ანა კონცელიძე, დიანა ვაშაყმაძე, მარიამ დიასამიძე, ნანა ცეცხლაძე, ნინო თურმანიძე. მეორე, მესამე საპრიზო ადგილები ერგოთ გუნდებს „თალმუსი“ და „მედიკოსებს“ აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს „რითაც წინასაახალწლოდ სტუდენტებმაც იხალისეს და ჩვენც კარგად გავერთეთ“ აღნიშნა მან. წარმატებული გუნდები დაჯილდოვდნენ აკადემიის ქების სიგელებით.სტუდენტებს აქტიურობა შეუქეს და მიულოცეს მედცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დეა ქაჯაიამ, უფროსმა ექთანმა ქეთევან დიასამიძემ, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. დარბაზში დიდხანს გრძელდებოდა თეთრხალათიან გოგონების ჟრიამული.
პროფესიულ მასწავლებელთა ტრენინგ-სემინარი აკადემიაში
მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პროფესიულ მასწავლებელთა კომპეტენციის ასამაღლებლად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დაიგეგმა ტრენინგ-სემინარების ციკლი. რომელიც ხორციელდება სასწავლებლის კომპეტენტური სპეციალისტების მეშვეობით. შემუშავებულია მუშაობის გეგმა-გრაფიკი. აკადემიის დირექტორ რევაზ უზუნაძის განცხადებით, - ტრენინგ-კურსების წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. პირველი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა თემაზე „შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება“ რომელიც წარმოადგინა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის სპეციალისტმა მზია ბაკურიძემ. შესაბამისი მასალების გამოყენებით განიხილა შეფასების ინსტრუმენტის ყველა კომპონენტი. ცალკეულ საკითხებზე განმატრებებს აკეთებდა სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, სემინარული მუშაობა მიმდინარეობდა გამახორციელებელთა აქტიური ჩართულობით. სემინარის მონაწილეებს შესასრულებლად მიეცათ დავალება, შემდეგ შეხვედრაზე განსახილველად.
დასაქმების სახელმწიფო პროგრამით აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოშვება
10 დეკემბერს დამთავრდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე მოქმედი „სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასერთიფიკატო პროგრამა „პრაქტიკოსი ექთანი“ . მოეწყო კურსდამთავრებულთა მორიგი გამოშვება. კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერთიფიკატები გადაეცათ მოსარგებლეებს, - მაია აბუსელიძეს, ირინე ბერიძეს, გულნაზ ბოლქვაძეს, თამარ გასვიანს, თინათინ დარცმელიძეს, ეკატერინე პატარიძეს, ანანო ფარტენაძეს, თეა ჯავახიძეს. კურსის მუშაობა შეაჯამა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღნიშნა: მოსარგებლეთა პასუხისმგებლობა, მოტივაცია-მონდომება ხანმოკლე დროის ფარგლებში მიეღოთ მეტი ცოდნა-გამოცდილება. ამდენად ნაყოფიერი იყო ჯგუფის მუშაობა. შესაბამისად, ნაწილმა მედცენტრისაგან მიიღო შეთავაზება სტაჟირებაზე ჩართულობისა დასაქმების პერსპექტივით. მოსარგებლეებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს ინგა შალამბერიძემ, (პროგრამის ხელმძღვანელი), შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი), დალი ბერიძემ (დასაქმების სააგენტოს ბათუმის ცენტრის მთავარი სპეციალისტი), პროგრამის განმახორციელებლმა პედაგოგებმა, - ქეთევან ნოზაძემ, მარინა ცეცხლაძე, ნინო ცინცაძემ, ნარგიზ ბუცხრიკიძემ. მოსარგებლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს აკადემიაში არსებული შესანიშნავი პირობების გამო, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა წარმატებით გაევლოთ პროგრამული კურსი. გამოხატეს მადლიერება პერსონალის მიმართ. დასარულს გაიჭრა ტორტი.
შიდსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აკადემიაში
შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა თემატური ღონისძიება ,,ივ - ინფექცია, შიდსის პრობლემა საქართველოში“. მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ,,პრაქტიკოსი ექთნის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-II და III სასწავლო წლის სტუდენტებმა. მოხსენებებით გამოვიდნენ სტუდენტები: ქეთევან ირემაძე (,,შიდსი და ჩვენი საზოგადოება“), დიანა გობაძე, ,,შიდსის გავრცელების რისკ-ფაქტორები საქართველოში“), ნათია აზნაურიშვილი (,,შიდსის პრობლემები საქართველოში“). დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები, - ნანი ქამაშიძე, თამთა გოგია, დიანა აბულაძე, მაია დავითაძე, ნარგიზ თავართქილაძე. ღონისძიებას უძღვებოდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი მზია ბაკურიძე. ღონისძიების ორჰგანიზატორი - სოფო ბრაკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ აღნიშნა, ,,რომ, სასწავლებლის სტუდენტ-ახალგაზრდობის, როგორც მომავალი მედიკოსების, ყურადღების არეშია ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანისააკითხი. საამაყო და მისაბაძია თითოეული სტუდენტის მოქალაქეობრივი თვითშეგნება“. მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და ორგანიზატორებს ღონისძიების მომზადებასა და აქტუალურად ჩართულობისათვის.
ბათუმის სამედიცინო აკადემია. ფარმაცევტის თანაშემწე პირველი სასწავლო წელი. მოდული - რეცეპტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვა/განმარტება. სწავლის შედეგი პირველი. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი ინგა ვარდიძე.