• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2020
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

26.01.2019

 მორიგი ტრენინგ-სემინარი აკადემიაში

            ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთათვის 25 იანვარს ჩატარდა მორიგი ტრენინგ-სემინარი თემაზე: „მოდული და მისი სტრუქტურა“. ტრენინგ-სემინარი ჩაატარა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ექსპერტმა მზია ბაკურიძემ. მან მრავალფეროვანი თვასაჩინოებითი მასალების მოშველიებით აუხსნა მსმენელთ მოდულის სტრუქტურის არსი, მისი კომპონენტები. ესაუბრა შედეგის მისაღწევად გასათვალისწინებელ მოთხოვნებზე. იყო შეკითხვები, მოდულის განმახორციელებელთა ჩართულობა. მსმენელთ მიეცათ სამუშაო დავალება. პროფესიულმა მასწავლებელმა ინგა ვრდიძემ გააკეთა პრეზენტაცია შეფასების ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, - მოდული „ფარმაკოლოგიის საფუძვლები საექთნო საქმეში“

 24 25 26 27 28

21.01.2019

შეხვედრა შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან

     21 იანვარს გაიმართა შეხვედრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან, მონიტორინგის მუშაობაში ჩართულ მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. შეხვედრას ესწრებოდა მედცენტრის კლინიკური დირექტორი დეა ქაჯაია. შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. აღინიშნა, რომ შიდა მონიტორინგის ჯგუფის ეფექტური მუშაობისათვის მოხდა ჯგუფის წევრებზე ფუნქციების განაწილება. განისაზღვრა ოთხი ძირითადი სამუშაო მიმართულება: სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი (ხელმძღვანელი შორენა უზუნაძე), მიღწევების შეფასების და მათი დოკუმენტირების მონიტორინგი (ხელმძღვანელი ინგა ვარდიძე); სასწავლო წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი (ხელმძღვანელი ინგა შალამბერიძე); სტუდენტებთან მუშაობის მონიტორინგი (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე). შიდა მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის კოორდინატორია მზია ბაკურიძე (აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). მონიტორინგის სამუშაოს ჯგუფები დაკომპლექტდა სასწავლებლის პედაგოგიური პერსონლით, დამსაქმებლებით, სტუდენტებით. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მუშაობაში ჩაერთო მედცენტრის კლინიკური დირექტორი, ქ-ნ. დეა ქაჯაია. ითქვა, რომ აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს სასწავლებლის საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების ხარისხის ამაღლებას. მით უფრო, სასწავლებელი ემზადება ავტორიზაციისათვის. დაიგეგმა, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა ერთი კვრის ვადაში წარმოადგინონ საკურატორი მიმართულებათა გეგმა-გრაფიკი.

                     21 22 23

28.12.2018

სანტას ,,სტუმრობა" ბათუმის სამედიცინო აკადემიაში.

14 15 16 17 18 20

27.12.2018

შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან

         საქართველოს და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 24 დეკემბერს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა შეხვედრა აჭარის რეგიონის პროფესიულ- საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან, დამსაქმებლებთან. შეხვედრა მიეძღვნა საქართვერლოში პროფესიული განათლების დუალური მოდელის გაცნობას, მისი დანერგვის მიმდინარეობას. იყო საუბარი პროფესიულ განათლებაში არსებულ ჩიხებსა და მათი გამოსწორების გზებზე. მოეწყო პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის პრეზენტაცია. რომელიც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეკვეთით, მოამზადა ჯგუფმა „ჯეპრა“-მ. პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, სსიპ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ. ზოგიერთი მიდგომების შესახებ შეხვედრაზე თავისი პოზიცია გამოხატეს ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მაოდგილე), მზია ბაკურიძემ (აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი).

         დაისვა კითხვები. შეხვედრა მიმდინარეობდა აზრთა გაზიარების რეჟიმში.

     9 10 11 12 13

26.12.2018

წინა საახალწლოდ 26 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დიდი ჟრიამული იყო. სასწავლებლის სტუდენტთა გაერთიანების ინიციატივით მოეწყო საახალწლო კარნავალი. ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობას იღებდა ფარმაცევტისა და პრაქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისაგან შემდგარი ოთხი გუნდი: „მერცხლები“, „თალმუსი“, „მედიკოსები“, „სელებრითი“. კონკურს თვალყურს ადევნებდა და შეფასებებს აძლევდა ჟიური. ვიქტორინა შედგებოდა საინტერესო მრავალფეროვანი „თავსატეხი“ კითხვებისაგან. ღონისძიების დამდგმელი და წამყვანი იყო მზია ბაკურიძე (აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). სტუდენტებმა - ნანა ცეცხლაძემ, ქეთი კუჭავამ წაიკითხეს საკუთარი ლექსები, „ჩანაწერები დღიურიდან“. ჟიურის შეფასებით პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა „მერცხალმა“. გუნდის წევრები, - მაია დავითაძე (კაპიტანი), მარინა მოწყობილი, დიანა ამაღლობელი, ანა კონცელიძე, დიანა ვაშაყმაძე, მარიამ დიასამიძე, ნანა ცეცხლაძე, ნინო თურმანიძე. მეორე, მესამე საპრიზო ადგილები ერგოთ გუნდებს „თალმუსი“ და „მედიკოსებს“ აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს „რითაც წინასაახალწლოდ სტუდენტებმაც იხალისეს და ჩვენც კარგად გავერთეთ“ აღნიშნა მან. წარმატებული გუნდები დაჯილდოვდნენ აკადემიის ქების სიგელებით.სტუდენტებს აქტიურობა შეუქეს და მიულოცეს მედცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დეა ქაჯაიამ, უფროსმა ექთანმა ქეთევან დიასამიძემ, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. დარბაზში დიდხანს გრძელდებოდა თეთრხალათიან გოგონების ჟრიამული.

 1 2 3 4

 5 6 7 8

24.12.2018

პროფესიულ მასწავლებელთა ტრენინგ-სემინარი აკადემიაში

            მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პროფესიულ მასწავლებელთა კომპეტენციის ასამაღლებლად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დაიგეგმა ტრენინგ-სემინარების ციკლი. რომელიც ხორციელდება სასწავლებლის კომპეტენტური სპეციალისტების მეშვეობით. შემუშავებულია მუშაობის გეგმა-გრაფიკი. აკადემიის დირექტორ რევაზ უზუნაძის განცხადებით, - ტრენინგ-კურსების წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. პირველი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა თემაზე „შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება“ რომელიც წარმოადგინა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის სპეციალისტმა მზია ბაკურიძემ. შესაბამისი მასალების გამოყენებით განიხილა შეფასების ინსტრუმენტის ყველა კომპონენტი. ცალკეულ საკითხებზე განმატრებებს აკეთებდა სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, სემინარული მუშაობა მიმდინარეობდა გამახორციელებელთა აქტიური ჩართულობით. სემინარის მონაწილეებს შესასრულებლად მიეცათ დავალება, შემდეგ შეხვედრაზე განსახილველად.

238 239 240 241

11.12.2018

დასაქმების სახელმწიფო პროგრამით აკადემიის  კურსდამთავრებულთა გამოშვება

       10 დეკემბერს დამთავრდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე მოქმედი „სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასერთიფიკატო პროგრამა „პრაქტიკოსი ექთანი“ . მოეწყო კურსდამთავრებულთა მორიგი გამოშვება. კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერთიფიკატები გადაეცათ მოსარგებლეებს, - მაია აბუსელიძეს, ირინე ბერიძეს, გულნაზ ბოლქვაძეს, თამარ გასვიანს, თინათინ დარცმელიძეს, ეკატერინე პატარიძეს, ანანო ფარტენაძეს, თეა ჯავახიძეს.  კურსის მუშაობა შეაჯამა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღნიშნა: მოსარგებლეთა პასუხისმგებლობა, მოტივაცია-მონდომება ხანმოკლე დროის ფარგლებში მიეღოთ მეტი ცოდნა-გამოცდილება. ამდენად ნაყოფიერი იყო ჯგუფის მუშაობა. შესაბამისად, ნაწილმა მედცენტრისაგან მიიღო შეთავაზება სტაჟირებაზე ჩართულობისა დასაქმების პერსპექტივით. მოსარგებლეებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს ინგა შალამბერიძემ, (პროგრამის ხელმძღვანელი), შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი), დალი ბერიძემ (დასაქმების სააგენტოს ბათუმის ცენტრის მთავარი სპეციალისტი), პროგრამის განმახორციელებლმა პედაგოგებმა, - ქეთევან ნოზაძემ, მარინა ცეცხლაძე, ნინო ცინცაძემ, ნარგიზ ბუცხრიკიძემ. მოსარგებლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს აკადემიაში არსებული შესანიშნავი პირობების გამო, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა წარმატებით გაევლოთ პროგრამული კურსი. გამოხატეს მადლიერება პერსონალის მიმართ.   დასარულს გაიჭრა ტორტი.

 243 244 245 242 2

01.12.2018

შიდსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აკადემიაში

შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა თემატური ღონისძიება ,,ივ - ინფექცია, შიდსის პრობლემა საქართველოში“. მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ,,პრაქტიკოსი ექთნის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-II და III სასწავლო წლის სტუდენტებმა. მოხსენებებით გამოვიდნენ სტუდენტები: ქეთევან ირემაძე (,,შიდსი და ჩვენი საზოგადოება“), დიანა გობაძე, ,,შიდსის გავრცელების რისკ-ფაქტორები საქართველოში“), ნათია აზნაურიშვილი (,,შიდსის პრობლემები საქართველოში“). დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები, - ნანი ქამაშიძე, თამთა გოგია, დიანა აბულაძე, მაია დავითაძე, ნარგიზ თავართქილაძე. ღონისძიებას უძღვებოდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი მზია ბაკურიძე. ღონისძიების ორჰგანიზატორი - სოფო ბრაკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ აღნიშნა, ,,რომ, სასწავლებლის სტუდენტ-ახალგაზრდობის, როგორც მომავალი მედიკოსების, ყურადღების არეშია ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანისააკითხი. საამაყო და მისაბაძია თითოეული სტუდენტის მოქალაქეობრივი თვითშეგნება“. მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და ორგანიზატორებს ღონისძიების მომზადებასა და აქტუალურად ჩართულობისათვის.

233 234 237 236

26.11.2018

ბათუმის სამედიცინო აკადემია. ფარმაცევტის თანაშემწე პირველი სასწავლო წელი. მოდული - რეცეპტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვა/განმარტება. სწავლის შედეგი პირველი. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი ინგა ვარდიძე.

225 226 228227 

09.11.2018

შეხვედრა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

           პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების დანერგვის პროექტის ფარგლებში, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა ბათუმში მოქმედ პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან. ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე, თავმჯდომარის მოადგილეები თამაზ თურმანიძე, ასლან ლორთქიფანიძე დამსწრეთ ესაუბრენ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე დუალური სწავლების არსზე , აჭარის რეგიონში მის დასანერგად პირობების მომზადების შესახებ.   შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი მზია ბაკურიძე.მათ აღნიშნეს, რომ დარწმუნებული არიან შრომაზე დაფუძნებულ სწავლებაზე გადასვლა დიდად შეუწყობს ხელს შრომის ბაზრისათვის უფრო კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება აკადემიასაც დაუგროვდა. როგორც საჯარო ასევე კერძო პროფესიულ დაწესებულებებში დუალური სწავლების სრულფასოვანი განხორციელებისათვის საჭიროა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:

  •     პროექტის განსახორციელებლად ერთნაირი პირობები უნდა შეექმნათ საჯარო და კერძო პროფესიულ დაწესებულებებს.
  •     კერძო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს მიეცეს "პროფესიული სტუდენტის" ვაუჩერი (პროფესიული სტუდენტისათვის შეიქმნას ერთიანი ვაუჩერული სისტემა). რაც დაეხმარება კერძო პსდ დუალური სწავლების განსახორციელებლად უზრუნველყონ ფინანსური სტაბილურობა.
  •         სრულყოფას საჭიროებს საექთნო და ფარმაციის მიმართულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
  •        პროგრამების სრულყოფა-შემუშავება უნდა მოხდეს განმახორციელებელთა და დამსაქმებელთა პოზიციების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე.
  •        გადახედვას საჭიროებს "ფარმაცევტის თანაშემწის" (IV საფეხური) საგანმანათლებლო პროგრამის კომპეტენცია და კვალიფიკაცია.
  •        პსდ სტუდენტს მიეცეს უწყვეტი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა.
  •        სახელმწიფოს ხელშეწყობით საჭიროა გაძლიერდეს სკოლებში პროფორიენტაციის პროპაგანდა.
  •        საერთო ინტერესებიდან გამომდინარე პროფესიული პროგრამების განმახორციელებელსა და დამსაქმებელ დაწესებულებებს შორის საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  •       პროფესიულ განათლებაში არსებული ჩიხების გამოსწორების და დუალური სწავლებისათვის სათანადო პირობების მომზადების უზრუნველსაყოფად შეხვედრაზე გადაწყდა: პროფესიულ სასწავლებლების, დამსაქმებელი დაწესებულებების წარმომადგენელთა ჩართულობით ასსპა-სთან შეიქმნება საკორდინაციო საბჭო.

         46187625 955321664670467 1350066731195826176 o46142710 955321738003793 8563898178129100800 o46205600 955321758003791 1016491821204766720 o46284478 955321654670468 7506236058850295808 o

«StartPrev45678910111213NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top