სიყვარულისა და დედაენის დღე აკადემიაში
2019 წლის 15 აპრილს ამაღლებული განწყობა იყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. სააქტო დარბაზს ამშვენებდა ყვავილები, ფერად-ფერადი ბუშტები, ლამაზად გაფორმებული სტენდი „ჩვენ გვიყვარს პოეზია“. აკადემიის ტუდენტთა ინიციატივით მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან. დამსწრეთ ლამაზი დღე მიულოცა აკადემიის დირექორმა რევაზ უზუნაძემ. უსურვა სიყვარულით ეკეთებინოთ თავიანთი საქმე-საკეთებელი. გაიხსენა დედაენის დასაცავად 1978 წლის 15 აპრილს აბობოქრებული ვნებათა ღელვა საქართველოში. საღამო მიყავდა აკდემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენჯერს მზია ბაკურიძეს. მან დამსწრეთ მიულოცა 15 აპრილის დღესასწაული და ტრიბუნა დაუთმო სტუდენტებს. სიყვარულზე, დედა ენაზე მიძღვნილი საკუთარი ლექსები „ჩანაწერები უბის წიგნაკიდან“ წაიკითხეს აკადემიის სტუდენტებმა ნანა ცეცხლაძემ, ქეთევან კუჭავამ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სტუდენტმა ნინო მახარაძემ, აკადემიის კურსდამთავრებულმა შოთა ლომინაძემ წაიკითხა სიყვარულისადმი მიძღვნილი ლექსები. პოეტ ზურაბ გორგილაძის ლექსი „სიტყვა“ ბატონო წაიკითხა ქალბატონმა მზია ბაკურიძემ. აკადემიის ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის სტუდენტმა ანა პაიჭაძემ, ვიდეო მასალის ჩვენებით დამსწრეთ მოუთხრო აპრილის დამდეგს, დელეგატის სტატუსიტ, საქართველოს ახალგაზრდა დელეგატებთან ერთად, ევროსაბჭოში ვიზიტის შესახებ.მოეწყო პრაქტიკოსი ექთნის პირველი ს/წლის სტუდენტ ნიჭიერი მხატვრის ქეთი კუჭავას ნახატების პერსონალური გამოფენა.სტუდენტ-ახალგაზრდობას მიესალმენ და წარმატებები უსურვეს სააფთიაქო ქსელ „გლუკოზას“ დირექტორი გიორგი სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ნატა ხინკილაძე. აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, პროფესიული მასწავლებლები - მარინე კვირიკაძე, ინგა ვარდიძე, ნანა ანანიძე. სიტყვებით გამოვიდნენ სტუდენტები ნატა ღოღობერიძე, დიანა გობაძე.დასარულს სტუდენტურ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეებისათვის აკადემიის სიგელებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: მაი დავითაძე, დიანა ამაღლობელი, ანა კონცელიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნანა ცეხლაძე, ანა პაიჭაძე, ქეთი კუჭავა, დიანა გობაძე, თათია გოგუაძე, ლიკა გოგაძე, ნინო გელაძე, თამარ ჯაიანი, იანა წულუკიძე, წარჩინებული სწავლისა და ახალგაზრდა დელეგატის სტატუსით ევროსაბჭოში წარმატებული ვიზიტისათვის სტუდენტ ანა პაიჭაძეს გადაეცა ასევე აკადემიის დირექტორის, პროფესორ რევაზ უზუნაძის წიგნი „ბათუმი“ (ისტორია და თანამედროვეობა)“. აკადემიის დირეტორმა დიდი მადლობა გადაუხადა ქალბატომ მზია ბაკურიძეს მისი ორგანიზებით მომზადებული შთამბეჭდავი ღონისძიებისათვის.
აკადემიის სტუდენტის ვიზიტი ევროსაბჭოში
ბათუმის სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის წარჩინებული სტუდენტი ანა პაიჭაძე, დელეგატის სტატუსით, საქართველოს ახალგაზრდა დელეგატთა ჯგუფთან ერთად, 2019 წლის აპრილის დამდეგს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგსა და ბრიუსელში. ახალგაზრდა დელეგატები დაესწრნენ ევროსაბჭოში გამართულ სესიებს. მოისმინეს ლექციები ევროსაბჭოს პოლიტიკური როლის შესახებ. შეხვდნენ ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობას. გაეცნენ ევროპული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. როგორც ანა გვიამბობს: ახალგაზრდა დელეგატები შეხვდნენ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. გაუზიარეს შთაბეჭდილებები ვიზიტთან დაკავშირებით. უყვებოდნენ საქართველოს შესახებ. დაათვალიერეს ღირსშესანიშნავი ადგილები. წარუშლელია სტუდენტ ანა პაიჭაძის შთაბეჭდილებები ნანახითა და განცდილით. ანას ვუსურვებ ახალ წარმატებებს, მომავალ შესანიშნავ სპეციალისტს. არჩევანის შემთხვევაში ანა პაიჭაძის სახით საქართველოს ეზრდება მომავალი ნიჭიერი პოლიტიკოსი, დიპლომატი.
უფალი გფარავდეს
აკადემიის წამომადგენლები ბიზნეს ფორუმზე
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა ქალ-მეწარმეთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი. ტრენინგი რეგიონებიდან მოწვეულ 250 ქალს ჩაუტარდა. ფინანსების მოზიდვა, ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება, პროდუქტის ბრენდირება და შეფუთვა - მეწარმეებმა სხვადასხვა საკითხებზე მიიღეს საჭირო ინფორმაცია სპეციალისტებისგან. ქალ-მეწარმეთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმზე პირველად წარმოდგენილი იყო ცნობადობის ამღლების მიზნით აჭარის რეგიონის პროფესიული სასწავლებლები. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალები აქტიურად უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაშიც. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, ხარისის უზრუნველყოფის მენეჯერმა, აფთიაქ „ბაკურიძე და კომპანიის“ ხელმძღვანელმა მზია ბაკურიძემ და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ინგა შალამბერიძემ. საზეიმო გახსნის შემდეგ აკადემიის წარმომადგენლები დასწრნენ ტრენინგს „ბრენდირება“ ტრენერი შოთა ჩინჩალაძე. ტრენინგი წარიმართ ძალიან საინტერესოდ. ტრენინგის დამთავრების შემდეგ მოხდა წარმატებულ ქალ მეწარმეთა დაჯილდოვება. ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
დასკვნითი ტრენინგი აკადემიაში
ციკლით „კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება და შეფასების პრონციპები პროფესიულ განათლებაში“ ბათუმის სამედიცინო აკადემიის მოდულების განმახორციელებელ პროფესიულ მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი თემაზე „კალენდარული გეგმის შედგენა“ ტრენინგი ჩაატრა აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზურუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ექსპერტმა მზია ბაკურიძემ. მან შესაბამისი მასალების მოშველიებით განმახორციელებელთ დაწვრილებით ესაუბრა მოდულურ პროგრმასთან დაკავშირებით კალენდარული გეგმის შედგენაზე: მოხდა განვლილი კურსის შეჯამება. ტრენინგი მიმდინარეობდა განმახორციელბელთა აქტიური ჩართულობით. პედაგოგებს რომლებმაც გაიარეს ტრენინგის კურსი აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ და ტრენერმა მზია ბაკურიძემ გადასცეს სერთიფიკატები. ტრენინგის წარმატებით ჩატარებისათვის მზია ბაკურიძეს გამოეცხადა მადლობა და გადაეცა მადლობის ბარათი. დასასრულ აკადემიის დირექტორმა დამსწრეთ მიულოცა სასწავლო ციკლის წარმატებით დამთავრება, დედისა და ქალთა დღე, გაიჭრა საზეიმო ტორტი .
შეხვედრა აკადემიის პერსონალთან
ავტორიზაციისათვის მზადების ფორმატში მოეწყო შეხვედრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციულ და პროფესიულ მასწავლებელთა პერსონალთან. ავტორიზაციისათვის მზადებასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია ჯგუფების მუშაობით. მათ გულდადებით, რუდუნებით იშრომეს, შეისწავლეს, გაანალიზეს და ავტორიზაციის სტანდარტებთან შეაჯერეს ყველა მომზადებული მასალა. დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სტანდარტების შესაბამისობის დამდგენმა ჯგუფებმა იმგვარი შედეგები წარმოადგინეს, რომლებიც სავსებით შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს და იმ კრიტერიუმებს, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. დირექტორმა მადლობა გადაუხადა ჯგუფებს კეთილსინდისიერი, მუხლჩაუხრელი და ნაყოფიერი მუშაობისათვის. დასანერგი საგანმანათლბლო პროგრამების, შემუშავებული დოკუმენტაციის შესახებ დაწვრილებითი ისაუბრეს სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ. მზია ბაკურიძემ აღნიშნა, რომ დასანერგი პროგრამების შემუშავებას წინ უძღოდა შრომის ბაზრის კვლევა. შედეგმა გვიკარნახა დასანერგად მოგვემზადებინა ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები „საექთნო განათლება“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“, ასოცირებული ექთნის და ასოცირებული ფარმაცევტის კვალიფიკაციით. პროგრამაზე მუშაობის პროცესში კავშირი გვქონდა პარტნიორ სამედიცინო და სააფთიაქო დაწესებულებებთან. მათთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები, ხელშეკრულებები. მან განაცხადა, რომ პროგრამებზე მუშაობას წინ უძღოდა კონსულტაციები, ტრენინგებში ჩართულობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასთან. დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ შეკრების მონაწილეთ წარუდგინეს რედაქტირებული საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი დებულება, სტრატეგიული განვითარების 6 წლიანი და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, შინაგანაწესი და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები. მონაწილეებს გააცნეს აკადემიის ახალი მისია, ხედვა და ღირებულებები. აღინიშნა, რომ აკადემიის წარმატებული მუშაობისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისია, ხედვა და ღირებულებები ყოფილიყო კარგად მოფიქრებული და ლოგიკურად ფორმულირებული. ხოლო სტრატეგიული განვითარების გეგმები მისიის, ხედვასა და ღირებულებებიდან გამომდინარე მრავლის მომცველი, თანმიმდევრული, რეალიზებადი და განვითარებაზე ორიენტირებული. სწორედ ამ პოზიცეიბისა და მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავდა სამრთლებრივი აქტები. სიტყვით გამოვიდნენ აკადემიის პროფესიული მასწავლებელები: ზაირა ჯაფარიძე, მარინე კვირიკაძე, ქეთევან ნოზაძე, გულიკო აბაშიძე, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპტალის უფროსი ექთანი და აკადემიის კურსდამთავრებული მარინა დევაძე, ამავე ჰოსპიტალის მედდა ლამარა გვალია-ვერძაძე, სააფთიაქო ფარმაციაში აკადემიის განმახორციელებლები ნათია დიასამიძე, ქეთევან სიხარულიძე. შეკრების მონაწილეებმა მოიწონეს ავტორიზაციისათვის მზადებასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობა.
2019 სის 20 თებერვალს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სტუდენტთა გაერთიანების მორიგი სხდომა. განიხილეს სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენციაზე წარსადგენი თემები.
1. ღორის გრიპი HN1 გავრცელება საქართველოში. პრაქტიკოსი ექთანი V საფეხური. დიანა გობაძე. ხელმძღვანე ლი : ნიგარი შაინიძე
2. დანაგვიანება და დღევანდელი ჩვენი გარემო. ქეთი ირემაძე. პრაქტიკოსი ექთანი V საფეხური. ხელმძღვანე ლი : სოფიო ბრუნჯაძე
ბათუმის სამედიცინო აკადემია.ფარმაცევტის თანაშემწეს მეორე სასწავლო წლის სტუდენტებმა ჩაატარეს მინი კონფერენცია თემაზე: ,,მოვლისა და ჰიგიენის საგნები". წარმოდგენილი იყო თემები:1.,,სამედიცინო ბანკები: სარგებელი ან ზიანი''.-ლინა გიგინეიშვილი; 2.,,დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი"-მაია დავითაძე; 3.,,მყარი თუ თხევადი საპონი''-მარინა მოწყობილი; 4. ,,ავადმყოფის მოვლა''-ანნა კონცელიძე; 5.,,ზურგის ქამრები და სქოლიოზი''-დიანა ამაღლობელი; 6.,,სამედიცინო ბამბა"-ნარგიზი თავართქილაძე; 7.,,რეზინის სამედიცინო ნაწარმის შენახვის თავისებურებანი"-მარიამ დიასამიძე,ლიკა მდინარაძე; 8.,, კანის, ხელების, ფჩხილებისა და ფეხების მოვლა"-ნინო თურმანიძე; 9.,,პირის ღრუს მოვლის საშუალებები"-დიანა ვაშაყმაძე. დამთავრებისას გაიმართა დისკუსია-დებატები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე, ექიმი სტომატოლოგი შორენა უზუნაძე, პროფესიული მასწავლებელი, პროვიზორი მარინა კვირიკაძე და ბიბლიოთეკარი ეთერი გოგიტიძე. ჯგუფს ხელმძღვანელობდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროვიზორი მზია ბაკურიძე.
სწავლების მსურველთათვის და აპლიკანტებისთვის პროფორიენტაციის გაწევის მიზნით ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე და ფარმაცევტის თანაშემწის სტუდენტები: დიანა ამაღლობელი და ანა კონცელიძე სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაისუბნის საჯარო სკოლაში. დისკუსია დებატების შემდეგ ჩატარდა გამიკითხვა.
2019.01.2019. ბათუმის სამედიცინო აკადმია. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,პრაქტიკოსი ექთანი" მესამე სასწავლო წელი. მოდული: ,,მუშაობის სპეციფიკა სამედიცინო ლაბორატორიებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრებში".სწავლის შედეგი - 3. ლაბორატორიული კვლევის პრეანალიზური ფაზის აღწერა. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებელი ნანა ანანიძე.