• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2020
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

20.12.2019

შიდა მონიტორინგის ჯგუფის მოდულებზე დასწრება

 20.12.19. ბათუმის სამედიცინო აკადემია.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -,,პრაქტიკოსი ექთანი'' მესამე სასწავლო წელი.მოდული ,,ექთან-ანესთეზისტის საქმე". შედეგი 1. - მოდულის განმახორციელებელი - პროფესიული განათლების მასწავლებელი, ფართო პროფილის ექთანი მარინე ცეცხლაძე და შიდა მონიტორინგის - მოდულებზე დასწრების ჯგუფის წევრი - პროფესიული განათლების მასწავლებელი - მარინე კვირიკაძე. 

320 321 322 323

324 325 326 327

11.12.2019

შიდა მონიტორინგის ჯგუფის მოდულებზე დასწრება

 10.12.19. ბათუმის სამედიცინო აკადემია.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -,,პრაქტიკოსი ექთანი'' მეორე სასწავლო წელი.მოდული ,,კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისსაექთნო მართვა" - თეორიული მეცადინეობა - ,,კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის იდენტიფიკაცია, ეთიკა, კომუნიკაცია“. მოდულის განმახორციელებელი - პროფესიული განათლების მასწავლებელი, ექიმი ნინო ცინცაძედა შიდა მონიტორინგის -მოდულებზე დასწრების ჯგუფის წევრი - პროფესიული განათლების მასწავლებელი - მარინე კვირიკაძე.

  315 316 318 317

10.12.2019

შიდა მონიტორინგის ჯგუფის მოდულებზე დასწრება

10.12.2019. ბათუმის სამედიცინო აკადემია. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ,,საექთნო განათლება“ პირველი სასწავლო წელი. მოდული ,,ანატომია - ფიზიოლოგია“ - შედეგი 1. მოდულის განმახორციელებელი - პროფესიული განათლების მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორანტი სოფიო ბრუნჯაძე და შიდა მმონიტორინგის - მოდულებზე დასწრების ჯგუფის წევრი - პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროვიზორი მარინე კვირიკაძე. შიდა მონიტორინგის ჯგუფის მოდულებზე დასწრება.

311 312 313 314

09.12.2019

შიდა მონიტორინგის ჯგუფის მოდულებზე დასწრება

10.12.2019. ბათუმის სამედიცინო აკადემია. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ფარმაცია (სააფთიაქო) პირველი სასწავლო წელი. მოდული ,,მიკრობიოლოგიის საფუძვლები“ - შედეგი 1. მოდულის განმახორციელებელი - პროფესიული განათლების მასწავლებელი, ბიოლოგიის მეცნიერებეთა დოქტორი ზაირა ჯაფარიძე და შიდა მმონიტორინგის - მოდულებზე დასწრების ჯგუფის წევრი - პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროვიზორი მარინე კვირიკაძე.

307 308 309 310

08.12.2019

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმზე ხელი მოაწერეს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ და ბათუმის სამედიცინო აკადემიის ბიბლიოთეკის გამგემ ეთერი გოგიტიძემ.

303 304 305

07.12.2019

2019 წლის 6 და 7 დეკემბერს, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, წევრი კოლეჯებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდაცია. ბათუმის სამედინო აკადემიიდან მონაწილეობას ღებულობდა ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის გამგეობის წევრი და საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგია“-ს დირექტორი გიორგი ბერაია. ტრენინგის მიზანი გახლდათ მოდულურ პროგრამებში შეფასების პრინციპებისა და ვერიფიკაციის სისტემის გაცნობა. ასევე ზოგადი მოდულის „უცხოური ენა“ შეფასების ინსტრუმენტზე მუშაობა, რისთვისაც მონაწილეთა შორის მოწვეული იყნენ უცხოური ენების განმახორციელებელი მასწავლებლები. ტრენინგმა წარმატებულად ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა შეფასების მიდგომებს განხილვისას. ასოციაცია უახლოეს მომავალში გეგმავს შეხვედრას განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან რაზეც გეცნობებათ წინასწარ.

298 299 300 301

05.12.2019

აკადემია „ცენტრის“ გასვლით ტრენინგზე

   2-4 დეკემბერს  განათლების ხარისხის  განვითარების  ეროვნულმა ცენტრმა ბათუმში ჩაატარა  გასვლითი ტრენინგი. ღონისძიებას მასპინძლობდა  ბათუმის უმაღლესი საინჟინრო სასწავლებელი  „ანრი“.  ტრენინგზე მოწვეული იყვნენ  რეგიონის  პროფესიულ  სასწავლებელთა  წარმომადგენლები.  განხილული იქნა: საგანმანათლებლო დაწესებულებების  პროგრამების  შემუშავებაზე და ხარისხის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების  გაძლიერება და  დანერგვის  პროცესის   მიმდინარეობის საკითხები. ტრენინგს ხელმძღვანელობდა პროფესიული განათლების  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  უფროსი კახაბერ ერაძე. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან მუშაობაში  აქტიური მონაწილეობა   მიიღეს რევაზ უზუნაძემ  (დირექტორი),  შორენა უზუნაძემ (მოადგილე), მზია ბაკურიძემ (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზურუნველყოფის მენეჯერი).

290296292291

294295293297

04.12.2019

შიდსის და უნარშეზღუდულ პირთა  დღისადმი

მიძღვნილი სემინარი აკადემიაში

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  ჩატარდა  აივ ინფექციის  (შედსის)  და უნარშეზღუდული შესაძლებობის  მქონე პირთა  საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი  ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის სტუდენტები და პერსონალი. აღნიშნული ღონისძიებების საერთაშორისო დღედ გამოცხადების შესახებ ისაუბრენ აკადემიის დირექტორმა  რევაზ უზუნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ (ბიოლოგიის მაგისტრი). თემაზე „შიდსის დაავადება  და მისი  პროფილაქტიკა“ დამსწრეთ ესაუბრა  აკადემიის პროფესიულმა მასწავლებელმა  ქეთი სიხარულიძემ (ბიოლოგიის დოქტორი).  განხილული იქნა საკითხები:  შიდსის დაავადების  გაჩენის ისტორია და 1981 წლის  1 დეკემბრის  დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადება, დაავადების გავრცელების  გეოგრაფია, აივ ინფექციის საქართველოში გავრცელების მდგომარეობა, შიდსის  დაავადების წარმოქმნისა და განვითარების  ეტაპები. ყურადღება დაეთმო  დაავადების პროფილაქტიკურ  ღონისძიებებს,  ანტივირუსულ თერაპიას, ეკრანზე გამოტანილი იყო  საზოგადოებისადმი მიმართვები: „ვებრძოლოთ შიდს და არა შიდსით დაავადებულებს“, „ერთად დავამარცხოთ შიდსი“.3 დეკემბრის უნარშეზღუდულ ფიზიკურ პირთა საერთაშორისო დღედ  გამოცხადებასთან  დაკავშირებით, უნარშეზღუდულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ისაუბრა მზია ბაკურიძემ (აკადემიის პროფესიული მასწავლებელი). სტუდენტებმა  (მარიამ თოდრია,  ხათუნა დავითაძე...)  გამომსვლელებს დაუსვეს შეკითხვები. დაიგეგმა წინასაახალწლოდ  უნარშეზღუდულთა  სახლში სტუმრობა.

   280 282 283 284

   285 286 287 289

21.11.2019

ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა და პერსონალის მხარდამჭერი აქცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი, რომელიც უკანონოდ ყავს დაკავებული  ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარეს. თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს.

           274 275 276 

               277 278 279

20.11.2019

შეხვედრა პოეტ დავით თედორაძესთან

            20 ნოემბერს გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიაში შეხვედრა პოეტ დავით თედორაძესთან. დარბაზი სავსე იყო სტუდენტებით, სტუმრებით. სტუდენტებმა დარბაზი მორთეს შემოდგომის იერით. რაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა საღამოს. შეხვედრა მიეძღვნა ცნობილ პოეტ დავით (დათო) თედორაძის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს: შესავლი სიტყვით დამსწრეთ მიმართა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. შეკრებულებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ოსეთის მხარის მიერ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. „დავით თედორაძე პოეტი“ ისაუბრა განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, სასწავლებლის ღვაწმოსილმა აკადმიელმა აკაკი ზოიძემ. პოეტის შემოქმედების ვიდეო კოლაჟი წარმოადგინა და მისი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. პოეტის ლექსები წაიკითხეს და სტუმარს შეკითხვები დაუსვეს სტუდენტებმა: თამუნა სურმანიძემ, ინგა ბერიძემ, მარიამ კეკელიძემ, ხათუნა დავითაძემ, ქეთი არძენაძემ, დიანა გობაძემ, მარიამ ვაჩეიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ   პოეტები ჯემალ სურმანიძე, ბელა ქებურია. იუბილარს მიესალმა მედცენტრის გენერალური დირექტორი მიხეილ ართმელაძე. აკადემიასთან ხანგრძლივი მეგობრობისათვის ბატონ დათოს მიენიჭა სამედიცინო აკადემიის მეგობრის წოდება და გადაეცა აკადემიის მეგობრის დიპლომი. იუბილარმა პოეტმა 8 ნოემბრის აქციაში, „გაიღე სისიხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, მონაწილე სტუდენტებს გადასცა აკადემიის მადლობის ბარათები. ღონისძიებაში მონაწილოებდნენ, - ნატალია ჭყონია (ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე), მარიკა ლაშხია (აჭარის მწერალთა სახლის მენეჯერი) , გურანდა ნიჟარაძე (მწერალთა სახლი), ცნობილი ექიმი ვაჟა თედორაძე, ნატო ცქვიტინიძე (ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი), მზევინარ ძირკვაძე (ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესორი), სოფიო ყულეჯიშვილი (კოლეჯი „ეკვატორის“ ხარისხის მართვის მენეჯერი). დასარულს გაიჭრა საიუბილეო ტორტი. სტუდენტებმა სტუმრებთან ერთად გადიღეს სურათები.

266 267 268 269 

270 271 272 273

«StartPrev12345678910NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top