კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები აკადემიაში
თავისი ფუნქციონირების 28 წლის მანძილზე აკადემიამ გამოუშვა მრავალი კურსდამთავრებული. რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით იღწვის ჯანდაცვის სფეროში. სულ ახლახან მათ რიგებს შეემატა 2020 წლის კურსდამთავრებულები. 22 და 24 აგვისტოს ჩატარდა „ფარმაცევტის თანაშემწის“ (IV საფეხური) და „პრაქტიკოსი ექთნის“ (V საფეხური) კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები მოდულის „პრაქტიკული პროექტის“ სახით. სტუდენტებმა წარმოადგინეს კარგად მომზადებული სადიპლომო შრომები. რომლებიც თეორიულ მასალასთან ერთად ეყრდნობოდა მათ მიერ შესრულებულ პრაქტიკულ პროცესს. სასწავლო კურსი წარმატებით დაამთავრეს ორი საგანმანათლებლო პროგრამის 23 კურსდამთავრებულმა. წარმატებები ჩვენს კურსდამთავრებულებს.
მოგზაურობა „მწვანე ტბასა’ და სამცხე-ჯავახეთში
ბათუმის სამედიცინო კადემიამ მოაწყო მოგზაურობა „მწვანე ტბასა“ და სამცხე-ჯავახეთში. ჯგუფი შესდგებოდა აკადემიის პერსონალისაგან. გოდერძის უღელტეხილიდან მოასფალტებულ-მობეტონებული გზები მიემართება „მწვანე ტბასა“ და ბეშუმისკენ. შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწიეს მთაში დასასვენებლად მყოფმა ნიგარი შაინიძემ (აკადემიის პროფესიული მასწავლებელი) და ქალბატონმა ფერიდე საფარიძემ. ქალბატონი ნუნუ ბრუნჯაძე იხსენებს, ბეშუმში გატარებულ წლებს. დავათვალიერეთ ბეშუმთან ახლოს მდებარე „ალპური ბოტანიკური პარკი“. სპეციალობით ბიოლოგი ინგა შალამბერიძე გვესაუბრა აქ გავრცელებულ მცენარეებზე. პარკთნ დაკავშირებული ლამაზი დღეები გაიხსენა ქალბატონმა ქეთევან დიასამიძემ. ამ მშვენების შემყურე სიამაყით გაიფიქრება „ რა ძალამ შექმნა ეს სილამაზე“. დიდება უფალს! მოვინახულეთ „მწვანე ტბა“. დავტკბით მწვანეში ჩაფლული ტბისა და ბუნების სილამაზით. ნანახით და განცდილით აღტაცებას ვერ ფარავენ ქალბატონი ირმა ნოზაძე, დარეჯან უგულავა, ნანა მატუა. მოვინახულეთ ზარზმის მონასტერი, დავესწარით ლოცვას და ჭეშმარიტად ეკლესიური ნარგიზ ბუცხრიკიძის მოწადინებით მივიღეთ ზეთისცხების მადლი. არაჩვეულებრივადაა მოვლილი ტაძრის ეზო-გარემო. მოვინახულეთ ჭულევის ეკლესია. ახალციხეში დავბინავდით შესანიშნავ საოჯახო სასტუმროში „მილენიუმ რაბათი“ (მასპინძელი პეტრე თოთიშვილი). დილით გამოვემშვიდობეთ სტუმართმოყვარე მასპინძელს და გავწიეთ სამოგზაუროდ. მოვინახულეთ ახალციხის მშვენება- რაბათი, მასში ლამაზადაა შერწყმული ქალაქის წარსული და აწმყო. გაშენებულია დიდ სივრცეზე. შთამბეჭდავია ციხის „ცათ აზიდული“ კედლები, კოშკები, მმართველების მრავალსართულიანი სასახლე.... დავათვალიერეთ XVIII საუკუნეში აგებული მეჩეთი. გიდის (მარეხი ნებაძე0 თქმით აგებულია აია სოფიას სტილზე, როგორც ამბობენ მეჩეთი აუგია ჯაყელების გვარის ერთ-ერთ მმართველ (ფაშას). ნაგებობაში მრავლადაა ქართულ-ქრისტიანული ელემენტები. აგებულია ქრისტიანულ სტილზე. ამის გამო ქართველი ფაშა სულთანს სიკვდილით დაუსჯია. მოვილოცეთ რაბათში აღდგენილ წმ.გიორგის ეკლესია. დავათვალიერეთ ახალციხის ისტორიული მუზუმი. მოვინახულეთ და მოვილოცეთ ბუნების წალკოტში მდებარე საფარის მონასტერი. ტაძარს ეტყობა ავბედითი პერიოდების ნაიარევი. შთაბეჭდილების ტყვეობაში გვაქცევს ჩიხათხევში მდებარე „მწვანე მონასტერი“. იგი მთლიანად ხე-მცენარეთ სიმწვანეშია ჩაფლული. როგორც გვითხრეს, ეკლესია აგებულია IX-X საუკუნეებში. შემორჩენილია XVI საუკუნეში სპარსელების ერთერთი შემოსევის დროს დროს აქ მოღვაწე წამებულ წმინდა მამების მოწამეობრივი სისხლით შეღებილი წმინდა ქვები. გვაოცებს ძვირფასად აღდგენილი და მოვლილი ეკლესია-ტაძრები. „აი ამ მამულიშვილურ საქმეში იხარჯება ეკლესიისათვის გამოყოფილი თანხები“- გვითხრეს იქაურებმა. „ამ საოცრებათა მნახველი რწმუნდები, რომ საქართველო გარემოცულია უფლის დიდი მადლით და იფარავს დედაღვთისმშობელი თავის სამწყოსა, რომ უფალმა მოგვივლინა გრიგოლ ხანძთელის დარი მოღვაწე და საქრთველოს მწყემსმთავარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II,- ამბობს რევაზ უზუნაძე (ისტორიის დოქტორი). მოგზაურობის შთაბეჭდილებით დამუხტულ ირმა ნოზაძეს მოეჭარბა მუზა და თავის სათქმელს ამბობს ლექსად:
რა ლამაზი ცაა,
რა უსაზღვრო სივრცე.
კაცს ამაზე კარგი
სხვა რა უნდა მისცე.
რა ანკარა წყალია,
რა ცივი და წმინდა.
ამის შემხედვარე
სხვა აღარა მინდა.
შევჩერდით ჩიხათხევის ერთ ლამაზ ადგილზე. გაიშალა სუფრა, მოუსვენრად ფუსფუსებენ ნარგიზ ბუცხრიკიძე, ლიანა ქამადაძე, ანა შალამბერიძე.... მამაპაპურად მოვულხინეთ. გზად შევიარეთ ბორჯომის პარკში. დავისვენეთ, მივირთვით ბუნებრივად გამომდინარე ბორჯომის წყალი. მძღოლმა მერაბ ზოიძემ (მაღალკვალიფიციური მძღოლი, შესანიშნავი პიროვნება) აიღო გეზი ბათუმისკენ. ჯგუფი დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა ბათუმში.
ასოციაციის წარმომადგენლები აკადემიაში
29 ივლისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მაია ჩიხლაძე და ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვასილ კიკნაძე (საზოგადოებრივი კოლეჯ „პანაცეას“ დირექტორი). შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე. ისაუბრეს ასოციაციის საქმიანობის მიღწევებზე, ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ ონლაინ ტრენინგების, მასტერკლასების შესახებ. აღინიშნა კმაყოფილება პროფესიული სტუდენტებისათვის მიღებულ გადაწყვეტილებაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესის თაობაზე, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისაუბრეს აკადემიაში არსებული მდგომარეობის თაობაზე. აღინიშნა, კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე პრობლემები. იყო საუბარი დისტანციური სწავლების მიმდინარეობის მდგომარეობაზე, ფინანსური პრობლემების, ვაუჩერული დაფინანსების შესახებ. გამოითქვა აზრი საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეასა“ და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლებელი, გადაიღეს სამახსოვრო სურათები. შეხვედრამ ჩაიარა გულთბილ ვითარებაში.
ასოციაციის წარმომადგენლები აკადემიაში
29 ივლისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მაია ჩიხლაძე და ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვასილ კიკნაძე (საზოგადოებრივი კოლეჯ „პანაცეას“ დირექტორი). შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე. ისაუბრეს ასოციაციის საქმიანობის მიღწევებზე, ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ ონლაინ ტრენინგების, მასტერკლასების შესახებ. აღინიშნა კმაყოფილება პროფესიული სტუდენტებისათვის მიღებულ გადაწყვეტილებაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესის თაობაზე, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისაუბრეს აკადემიაში არსებული მდგომარეობის თაობაზე. აღინიშნა, კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე პრობლემები. იყო საუბარი დისტანციური სწავლების მიმდინარეობის მდგომარეობაზე, ფინანსური პრობლემების, ვაუჩერული დაფინანსების შესახებ. გამოითქვა აზრი საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეასა“ და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლებელი, გადაიღეს სამახსოვრო სურათები. შეხვედრამ ჩაიარა გულთბილ ვითარებაში.
ექსკურსია საოცრების პარკში
19 ივლისს ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალმა, ოჯახის წევრებით, მოაწყო ექსკურსია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე მოგვითხრობს: ,,გაოცებული ვართ ნანახით. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაშენებულია 60 ჰექტარზე და წარმოდგენილია ადგილობრივი და მსოფლიოს ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა. პარკი გამოირჩევა ასევე ეგზოტიკური მრავალფეროვანი ფაუნით. წარმოდგენილია წეროების, ყარყატების, იბისების, იხვების, ბატების, გედების, ფლამინგოების სხვადასხვა სახეობა, პარკში დაფარფატებენ ჯადოსნურ ზღაპართა ფარშევანგები. წარმოდგენილია თუთიყუშთა 10 -ზე მეტი სახეობა. უზარმაზარ ხეთა ჩრდილებში მოწყობილია დასასვენებელი კუთხეები. რამდენიმე საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით საოცრებათა სამყაროში.“ შემდეგ მათ მოინახულეს ასევე შეკვეთილშიმდებარე მუსიკალური პარკი. იგი ჭეშმარიტად მუსიკალური პარკია. მოწყობილია კუთხეები, სადაც გხვდებიან გამოჩენილ მუსიკოსთა ქანდაკებები, მიუახლოვდებით თუ არა ქანდაკებას იწყება მუსიკა მუსიკოსის შესრულებით. საოცრებაა. არის სასიამოვნო სიგრილე. დასასვენებლად უკეთეს ადგილს ვერც კი ინატრებ. ალბათ, ზაფხულობით მაინც, ბათუმიდან ე.წ. ,,ელექტრიჩკა“ რომ მოძრაობდეს შეკვეთილის მიმართულებით ამ ადგილს ეყოლება უფრო მეტი სტუმარი. ნანახით და განცდილით დავრჩით დიდად კმ,აყოფილი,“ამბობენ ექსკურსიის მონაწილენი
აკადემია ცენტრის ტრეინინგებზე
საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამებს შორის მიმდინარე პროექტის განხორციელების ფარგლებში, პროფესიულ სასწავლებელთათვის საქართველოს განათლების ხარისხის განვიათარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 12-22 მაისს ჩატარდა ტრეინინგთა ციკლი. ონლაინ რეჟიმში ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ტრეინინგის მუშაობაში ჩართული იყვნენ შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი) და ინგა შალამბერიძე ( სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი). ტრეინინგებზე განხილული იქნა პროფესიული პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული მთელი რიგი აქტუალური საკითხები, - ავტორიზაციის ახალი დებულებიდან გამომდინარე მოთხოვნები, თვითშეფასების როლი და მნიშვნელობა, დიფერენცირებული შეფასება, საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტები, შეფასების სისტემის ვერიფიკაცია, თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა ... აღსანიშნავია რომ რეგიონებისათვის მეტად მოხერხებული დარჩა ტრეინინგის მუშაობაში ონლაინ ფორმატით ჩართულობა. ჯერ ერთი, მოიხსნა ე.წ. მივლინებების პრობლემა. ასევე სასწავლო დაწესებულებას მიეცა შესაძლებლობა უფრო დიდი წარმომადგენლობით ჩაერთოს შესაბამის ღონისძიებებში. სასურველი იქნება ამ ფორმატის დანერგვა, მით უფრო რეგიონებთან მიმართებაში.
პროფესიული განათლების მიღების
მსურველთა საყურადღებოდ!
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დაიწყო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია ვაუჩერული დაფინანსებით შემდეგ პროგრამებზე:
1. საექთნო განათლება
2. ფარმაცია (სააფთიაქო)
ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მისამართზე:
ბათუმი, პუშკინის 118. მეოთხე სართული, ოთახი № 406
მობ; 577 661477; 593 129318; 593 408070
განცხადება
კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სასწავლო-სამუშაო პროცესი გადადებულია 2020 წლის 23 მაისამდე.
განცხადება
კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სასწავლო-სამუშაო პროცესი გადადებულია 2020 წლის 9 მაისამდე.