სემინარია კადემიის პროფესიულ მასწავლებლებთან. 26 აპრილს ჩატარდა სემინარი „პრაქტიკოსი ექთნის“ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთათვის. დასაწყისში აკადემიის დირექტორი რევაზუზუნაძე შეეხო სემინარის მიზანდასახულობის, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. სემინარს უძღვებოდნენ აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზიაბაკურიძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე. გამახვილდა ყურადღება: შეფასების ინსტრუმენტებთან, მტკიცებულებებთან, შედეგებთან, განმახორციელებელთა კომპეტენციის, მათი სტუდენტებთან მუშაობის, მეცადინეობის ჩატარებასთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებზე. ერთობლივად განხილული იქნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული კითხვარები: „პროგრამის განმახორციელებელი პირისათვის“, „პროფესიული სტუდენტისათვის“. სემინარი მიმდინარეობდა პედაგოგების აქტიური ჩართულობით.
23-24 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდა სოფ. ახალშენის ფერისცვალების ეკლესიის დეკანოზი ბასილ ბერიძე. იგი შეხვდა სტუდენტებს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან გამომდინარე მათ ესაუბრა სიკეთეზე, მადლზე, სიყვარულზე, ღვთისმოსაობაზე, საქართველოს ქრისტიანულ წარსულზე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. მოხდა სასწავლებლის კურთხევა. ჩატარდა ზეთისცხება
24.04.2018. ბათუმის სამედიცინო აკადემია. პრაქტიკოსი ექთანი პირველი სასწავლო წელი. მოდული: ,,ავადმყოფის მოვლა". პრაქტიკული მეცადინეობა - მძიმე ავადმყოფის მოვლის თავისებურება. პროგრამის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი ნარგიზ ბუცხრიკიძე.
24.04.2018. ბათუმის სამედიცინო აკადემია. პრაქტიკოსი ექთანი პერველი სასწავლო წელი. მოდული: ,,ფარმაკოლოგიის საფუძვლები საექთნო საქმეში". თემა - პრეპარატების კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი ინგა ვარდიძე.
28.03.2018. ბათუმის სამედიცინო აკადემია. ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 საფეხურის მოდული: ,,მყარი და რბილი წამლის ფორმების მომზადება" - პრაქტიკული მეცადინეობა-სამკურნალო ნივთიერებების ასაღები რაოდენობის, დოზის გაანგარიშება ფხვნილებში გამოწერის წესის გათვალისწინებით. მოდულის განმახორციელებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროვიზორი, ფარმაცევტ-ორგანიზატორი მზია ბაკურიძე
21 მარტს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა დაუნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიება „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლი შენც!“ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები წაიკითხეს სტუდენტებმა ანა ჩანქსელიანმა (პრაქტიკოსი ექთნის სპეციალობა) და ვალერია შმაგინამ (ექთნის თანაშემწის სპეციალობა). დისპუტში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა გალინა ასამბაძემ, მარიკა მემიშიშიმ, დიანა დოლიძემ, მარი ხაბაძემ და სხვებმა. დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს პედაგოგებმა ნინო ცინცაძემ, სოფიო ბრუნჯაძემ , ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი), შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე).საინტერესოდ წარმოდგენილი თემებისათვის მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. ღონისძიება ჩატარდა აკადემიის სტუდენტური გაერთიანებისა და ბიბლიოთეკის ორგანიზებით.
გაიმართა სამედიცინო აკადემიის დირერქციის სამუშაო შეხვედრა პრაქტიკოსი ექთნის დამამთავრებელი კურსის სთუდენტებთან. განხილული იქნა საწარმოო პრაქტიკის, პრაქტიკის პროექტზე მუშაობის და სხვა მიმდინარე საკითხებზე.
ბათუმის სამედიცინო აკადემია.,,პრაქტიკოსი ექთანის“ პირველი სასწავლო წელი.მოდული: ფარმაკოლოგიის საფუძვლები საექთნო საქმეში. შედეგი 1, სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების გამოყენება. განმახორციელებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი - ინგა ვარდიძე.
საჯარო ლექცია აკადემიაში
სამედიცინო აკადემიაში სტუდენტებისა და პერსონალისათვის ჩატარდა საჯარო ლექცია „სიმსივნის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“. მოხსენებით გამოვიდა მედცენტრის ექიმი ონკოლოგი, აკადემიის პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი მზია ხალვაში. მრავალფეროვანი ვიდეო-მასალის გამოყენებით ისაუბრა სიმსივნის წარმოშობის, მისგან გამოწვეულ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებზე. მომხსენებლს შეკითხვები დაუსვეს და საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, - ლია კახიძე, ცირა ცეცხლაძე, თამუნა ბერიძე, ქრისტინა დიდოსიანი, მოსიძე სოფო, საიდა კაიტამბა, ხათუნა სურმანიძე, არძენაძე სოფიკო, ვიქტორია ლოგაჩევა, მარიამ ძნელაძე, დიანა გობაძე, ჯეინი კახაძე, ........ პროფესიული მასწავლებლები - ინგა ვარდიძე, მარინე კვირიკაძე, მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მადლობა გადაუხადა მედცენტრის წამყვან სპეციალისტს მზია ხალვაშს წარმოდგენილი საინტერესო მოხსენებისათვის. აღინიშნა, რომ წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით, აკადემიაში კვლავ ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები მედიცინის, ფარმაკოლოგიის აქტიურ საკითხებზე.
აკადემიაში გამართული ვიქტორინა კონკურსის ,,რა, სად, როდის" საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტთა პრიზებით დაჯილდოვება.