ვაკანსია აკადემიაში პროფესიული განათლების
მასწავლებლის თანამდებობაზე
ბათუმის სამედიცინო აკადემია აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
- ფსიქიატრიული პაციენტის საექთნო მართვა;
- ნევროლოგიური პაციენტის საექთნო მართვა;
- ენდოკრინოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა.
დასაქმების მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს:
განცხადებები მიიღება 30 აგვისტომდე.
მისამართი: ქ.ბათუმი, პუშკინის ქ.№118 (მედცენტრის შენობა),
მე-4 სართული, ოთახი 407.
მობ: 558 760906; 593 408070; 577 661477
ბათუმის სამედიცინო აკადემია
საზოგადოებრივი პროფესიული სასწავლებელი
გაიცემა სახელმწიფო დიპლომი
აცხადებს აპლიკანტთა მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
წარმოსადგენი საბუთები:
საბუთების მიღება წარმოებს , შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღიურად 11 სთ-დან - 18 სთ-მდე
მისამართი: ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. №118 (მედცენტრის შენობა) მე-4 სართული, ოთახი 407.
მობ: 558 760906; 593 408070; 577 661477
აკადემიის მონაწილეობა ფორუმში „უნარები დასაქმებისათვის“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, 20-21 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა ფორუმი „უნარები დასაქმებისათვის“. ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლები. აკადემიიდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ადმისტრაციის სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე.
გადამზადების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო
12 ივლისს მოეწყო ბათუმის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე დასაქმების პროგრამით მოქმედი სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსდამთავრებულ მოსარგებლეებისათვის სერთიფიკატების გადაცემა: აკადემიამ განახორციელა მოკლევადიანი „ექთნის თანაშემწის“ „ფარმაცევტის თანაშემწის“, „პრაქტიკოსი ექთნის“ პროგრამები. მოსარგებლეებს პროგრამული კურსის დამთავრება მიულოცა და სერთიფიკატები გადასცა აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ. აღნიშნა, რომ პროექტი იყო წარმატებული. მოსარგებლეებს შექმნილი ჰქონდა ყველა პირობა შესაბამისი პროგრამული კურსის წარმატებით გასავლელად. ასევე მოსარგებლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართულობას. მათ პროგრამული კურსის წარმატებით დამთავრება მიულოცეს აკადემიის გადამზადების პროგრამის ხელმღვანელმა ინგა შალამბერიძემ, ბათუმის დასაქმების სააგერნტოს მთავარმა სპეციალისტმა დალი ბერიძემ, აკადემიის დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, პროფესიულმა მასწავლებლებმა: მარინა ცეცხლაძემ, გულიკო აბაშიძემ. ნიგარი შაინიძემ. სამადლობელი სიტყვებით გამოვიდნენ კურსდამთავრებული მოსარგებლეები, - ეთერ დიასამიძე, ნანა გოგიტიძე, დალი თედორაძე, შორენა ძირკვაძე, ლიანა ქამადაძე, შუშანა დიასამიძე, მარიკა მემიშიში, ნათია თავართქილაძე. აღნიშნეს, რომ ჰქონდათ ყველა პირობა პროგრამების წარმატებით გავლისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების დასაუფლებლად. გაწეული ღვაწლისათვის მათ გულთბილი მადლიერება გამოხატეს აკადემიის ადმინისტრაციული და მასწავლებელთა პერსონალის მიმართ. მოსარგებლეებმა შეავსეს აკადემიის მიერ შემუშავებული პროგრამის შეფასების კითხვარის ფორმა.ასევე სერთიფიკატები გადაეცათ მასაჟისტის პროგრამის კურსდამთავრებულებს. დასარულს გაიჭრა საზეიმო ტორტი, გაიხსნა შამპანიურები.
აკადემიის პერსონალის მოგზაურობა მარტვილში
8 ივლისს ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალმა, ოჯახის წევრებთან ერთად მოაწყო ექსკურსია მარტვილის ღისშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად. ვნახეთ ბუნების საოცრება. მოვინახულეთ მარტვილის კანინონი, თავისი ულამაზესი ხედებით. გავიარეთ დადიანების ისტორიული ბილიკი, ბილიკზე განლაგებული ხიდები, კირქვის დიდი ლოდებისაგან აშენებული 30 საფეხურიანი კიბე. მოგზაურობის შემდეგი ობიექტი იყო ოკაცეს კანინონი. მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. წარმოადგენს დაახლოებით 800 მეტრი სიგრძის ბილიკს, ათასამდე საფეხურით. უფსკრულზე გაკიდებული ხელოვნურად გაკეთებული ბილიკიდან და პლატფორმებიდან იშლება ხეობის საოცარი პანორამა. დავტკბით დადიანების ისტორიული ტყე-პარკის სიმშვენიერით. მრავლად იქნა გადღებული სამახსოვრო ფოტოები. ნანახითა და განცდილით აღფრთოვანებულებმა ოკაცეს ცენტრში მოვულხინეთ მამა-პაპურად. ასეთი ლამაზი და დაუვიწყარია აკადემიელთა ერთი დღერ - 9 ივლისი.
„ფარმაცევტის თანაშემწის“ პროგრამაზე „პრაქტიკული პროექტის“
პრეზენტაცია
22 ივნისს ჩატარდა „ბათუმის სამედიცინო აკადემიის“ „ფარმაცევტის თანაშემწის“ პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტთა „პრაქტიკული პროექტის“ თემების პრეზენტაცია. მოდულის განმახორციელებელი, პროფესიული მასწავლებელი მზია ბაკურიძე. სტუდენტებმა წარმოადგინეს კარგად მომზადებული საპრეზენტაციო თემები პროექტში ერთმანეთთან კარგად იყო შერწყმული თეორიული ნაწილი და პრაქტიკული სამუშაო (წარმოდგენილი შესაბამისი ვიდეო მასალით). ასევე შთამბეჭდავი იყო სტუდენტების ჩანაწერი დღიურიდან. „ჩემი ერთი დღე აფთიაქში“ პრეზენტაციაზე განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სტუდენტები: ფენჩიძე ჟუჟუნა, კირტოკა ილონა, ხოზრევანიძე როზმარი, ქავთარაძე მეგი, ბოლქვაძე სოფიო, გოგიტიძე მირანდა, თავართქილაძე ლიკა, თავდგირიძე მერი, თუმანაინ დიანა, ირემაძე ნატო, საგინაძე თეა, ჭელიძე მარიამი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივ კოლეჯის „სიო“ -ს დირექტორი სალომე სიორდია, კოლეჯის წარმომადგენელი ციცინო ნემსიწვერაძე. მათ მაღალი შეფასება მისცენ „პრატიკული პროექტის“ პრეზენტაციაზე სტუდენტთა მომზადებას.სტუდენტებს, წარმოდგენილი თემების წარმატებულად პრეზენტაცია და აკადემიის დამთავრება მიულოცეს სასწავლებლის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), ნინო უზუნაძემ (ჯგუფის კურატორი, პროფესიული მასწავლებელი).ჯგუფის სახელით გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაიხადა კურსდამთავრებულმა რ.ხოზრევანიძემ. მან აღნიშნა: მე უნივერსიტეტიც დავამთავრე, მაგრამ სტუდენტობის განცდა განსაკუთრებით შევიგრძენი აკადემიაში. აქ მოვემზადეთ კავლიფიციურ სპეციალისტებად. აკადემიაში გატარებული ლამაზი, აქტიური სტუდნეტური წლები ჩვენთვის იქნება დაუვიწყარი.
ბათუმის სამედიცინო აკადემიის „პრაქტიკოსი ექთნის“ პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის მესამე სასწავლო წლის სტუდენტთა „პრაქტიკული პროექტის“ პრეზენტაცია. განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი ქეთევან ნოზაძე.
„ფარმაცევტის თანაშემწის“ პროგრამაზე
„პრაქტიკული პროექტის“
პრეზენტაცია
15 ივნისს ჩატარდა „ბათუმის სამედიცინო აკადემიის“ „ფარმაცევტის თანაშემწის“ პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტთა „პრაქტიკული პროექტის“ თემების პრეზენტაცია. მოდულის განმახორციელებელი, პროფესიული მასწავლებელი მზია ბაკურიძე. სტუდენტებმა წარმოადგინეს კარგად მომზადებული საპრეზენტაციო თემები პროექტში ერთმანეთთან კარგად იყო შერწყმული თეორიული ნაწილი და პრაქტიკული სამუშაო (წარმოდგენილი შესაბამისი ვიდეო მასალით). ასევე შთამბეჭდავი იყო სტუდენტების ჩანაწერი დღიურიდან. „ჩემი ერთი დღე აფთიაქში“ პრეზენტაციაზე განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სტუდენტები: ფენჩიძე ჟუჟუნა, კირტოკა ილონა, ხოზრევანიძე როზმარი, ქავთარაძე მეგი, ბოლქვაძე სოფიო, გოგიტიძე მირანდა, თავართქილაძე ლიკა, თავდგირიძე მერი, თუმანაინ დიანა, ირემაძე ნატო, საგინაძე თეა, ჭელიძე მარიამი... პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივ კოლეჯის „სიო“ -ს დირექტორი სალომე სიორდია, კოლეჯის წარმომადგენელი ციცინო ნემსიწვერაძე. მათ მაღალი შეფასება მისცენ „პრატიკული პროექტის“ პრეზენტაციაზე სტუდენტთა მომზადებას. სტუდენტებს, წარმოდგენილი თემების წარმატებულად პრეზენტაცია და აკადემიის დამთავრება მიულოცეს სასწავლებლის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), ნინო უზუნაძემ (ჯგუფის კურატორი, პროფესიული მასწავლებელი). ჯგუფის სახელით გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაიხადა კურსდამთავრებულმა რ.ხოზრევანიძემ. მან აღნიშნა: მე უნივერსიტეტიც დავამთავრე, მაგრამ სტუდენტობის განცდა განსაკუთრებით შევიგრძენი აკადემიაში. აქ მოვემზადეთ კავლიფიციურ სპეციალისტებად. აკადემიაში გატარებული ლამაზი, აქტიური სტუდნეტური წლები ჩვენთვის იქნება დაუვიწყარი.
ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების
სპეციალობის კურსდამთავრებულები
ჯგუფის სახელით, გაწეული ღვაწლისათვის აკადემიას მადლობა გადაუხადეს კურსდამთავრებულებმა ჯეინი კახაძემ, დიანა გობაძემ, ნინო დოლბაიამ.
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მეცადინეობები დასაქმების მოკლევადიან სასერთიფიკატო პროგრამებზე.