ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით
სტუდენტთა გაერთიანების ინიციატივით ბათუმის სამედიცინო აკადემიაში „ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ნიკოტინი საწამლავია ადამიანისა და მის გარშემო მყოფთათვის.« შეხვედრის მიზანი იყო-ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. შეხვედრაზე საკითხები გამოიტანეს აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა. აკადემიის სტუდენტებთან და პერსონალთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას კოლეჯ „ცხუმ-,“ ზუგდიდის საზოგადოებრივი აკადემიის, თბილისის საზოგადოებრივ „ფანასკერტელის,“ თბილისის № 1 სამედიცინო სასწავლებლის, „სიოს“ -.
თავისი აქტუალობიდან გამომდინარე შეხვედრა დისკუსიებმა ორ საათზე მეტ ხანს გასტანა.
მადლი და მადლიერების გრძნობა
პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებასთან ერთად ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ყურადღება ეთმობა მომავალი სპეციალისტების მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ამ მიმართუელებით იმართება თემატურად მრავალფეროვანი შეხვედრა-საღამოები, დისპუტები, კონფერენციები. ერთ-ერთი მათგანია აკადემიის სტუდენტთა გაერთიანების (ლიდერი - ფარმაციის (სააფთიაქო) პირველი ს / წ. სტუდენტი მელანო ხაჩიძე, მეცნიერ ხელმძღვანელი - სოფიო ბრუნჯაძე, აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელი) ორგანიზებით ჩატარებული საღამო თემაზე „მადლიერების გრძნობა.“ აკადემიის სტუდენტებთან და პერსონალთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ : საზოგადოებრივი კოლეჯ „ზუგდიდის,« №1 სამედიცინო სასწავლებლის ,. მადლიერების გრძნობის საკითხზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ.აღინიშნა რომ ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრობაში მადლის კეთების, მადლიერების, სოლიდარობის, მეგობრული ურთიერთობის გრძნობის ჩამოყალიბებას. გამოსვლებში მრავლად იყო მადლის, მადლიერების ინტერპრეტირება: მადლი-სიკეთე, კეთილი საქმე, კარგი საქმის გაკეთება ვინმესთვის, რამისთვის; გასაჭირში მყოფისადმი დახმარება, ქველმოქმედების გაწევა. დღევანდელ ვითარებაში შეძლებისდაგვარად ვიყოთ მადლის მქმნელნი, კეთილი, სათნო. „თუნდაც ამ გრძნობის, რომ ურთიერთს მივესალმოთ, გავუღიმოთ მადლიანად (კეთილად).“ გვქონდეს მადლიერების გრძნობა, არ დაგვზარდეს მადლობის “(მ. ბაკურიძე). ითქვა შეჭირვებულთა დასახმარებელად აკადემიის სტუდენტთა და პერსონალთა ჩატარებული აქციების შესახებ.დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ.აღნიშნა, - რთული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის და მიმდინარე გლობალიზაციის გათვალისწინებით უფრო შთამბეჭდავი გახდა მადლისა და მადლიერების გრძნობით ცხოვრება. გადაუხადა მადლობა პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლებს ღონისძიებაში ჩართულობისათვის. ითქვა, რომ ,, ასეთი ჩართულობით სასწავლებელთა შორის ინერგება ონლაინ ფორმტაში თანამშრომლობის საინტერესო მოდელი. «სიტყვით გამოვიდნენ: ნესტან აბსავა (ზუგდიდის საზოგადოებრივი კოლეჯ - ზუფდიდის აკადემიის დირექტორი), ლალა მეზვრიშვილი (თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯ„ ფანასკერტელის “ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის), ნინო ლომიძე, ცინარიძე, (თბილისის № 1 სამედიცინო სასწავლებლის პროფეიული), ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის სასწავლო პროცესის მენეჯერი ლელა ჩიქოვანი, ამავე სასწავლებლის პროფესიული განათლების მასწავლებელი თამილა შარაბიძე, ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლები , - მარინე კვირიკაძე , ინგა ვარდიძე , სამედიცინო აკადემიის სტუდენტები , - ანა ბაბუხადია , ლიკა ხაჯიშვილი , ნათია მსხილაძე , მარიამ კეკელიძე , თეო ნა ბერიძე , ნინო მამულაძე , მარიამ შამილაძე .
ონლაინ თათბირი აკადემიაში
29 .01 ჩატარდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალის ონლაინ თათბირი . განიხილეს მიმდინარე საკითხები . თათბირს უძღვებოდა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე . დღის წესრიგის საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ : აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე , ხარისხის უზრუნვეყოფის მერნეჯერი მზია ბაკურიძე , სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე , ფინანსური მენეჯერი ნანა მატუა , პროფესიული განათლების მასწავლებელი ნინო უზუნაძე , ნარგიზ ბუცხრიკიძე . დადებითად შეფასდა 2021 წლის იანვრის პერიოდში განხორციელებული სასწავლო - სამუშაო პროცესი . იგი მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარული გეგმების შესაბამისად ( ი .შალამბერიძე ), ასევე ითქვა არსებულ ხარვეზებზე . ობიეტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო ზოგიერთ სტუდენტის მხრივ ადგილი აქვს ონლაინ სწავლების პროცესში არასაკმაეისად ჩართულობას . ითქვა არასაბიუჯეტო ჯგუფებში ფინანსური პრობლემების თაობაზე , რაც განპირობებულია სტუდენტთა დაბალი გადახდის უნარიანობით ( ნ . მატუა ). განიხილეს პრობლემის გამოსწორების გეგმა . გადაწყდა შეიქმნას ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფები . ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა ( მ . ბაკურიძე ) აღნიშნა , რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ჩავარდნების გარეშე , განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები . დადებითი ეფექტის მომცემია ნომინაცია „ წლის საუკეთესო სტუდენტი .“ ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოვებამ დიპლომებით უფრო აამაღლა მათი სტიმული და მოტივაცია . აღინიშნა კარგი მუშაობა პედაგოგების : მარინე კვირიკაძის , ინგა ვარდიძის , ზაირა ჯაფარიძის , ნინო უზუნაძის , ხათუნა ადეიშვილის , სოფო ბრუნჯაძის , ნანა ანანიძის ... განიხილეს სხვა მიმდინარე საკითხები . დადებითად შეფასდა ერთ - ერთი აქტიური დამსაქმებელი კომპანიის« გოლდფარმი « დირექტორ მანან ბაუჟაძის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული წერილი . მასში წარმატტებულადაა შეფასებული აღნიშნული კომპანიისა და აკადემიის შორის არსებული თანამშრომლობა . ითქვა რომ კომპანიის სააფთიაქო ქსელი წარმატებულადაა დამოყენებული როგორც ბაზად ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკების გასავლელად , ასევე წარმატებულ კურსდამთავრებულთ ადგილზევე ეძლევა დასაქმების შესაძლებლობა .
დამსაქმებელი ორგანიზაციის წერილი აკადემიას
„ბატონო რევაზ, მაქვს პატივი მოგესალმოთ , მოგილოცოთ გასული ბრწყინვალე დღესასწაულები და გისურვოთ მშვიდობიანი წელი.წარმატებულ ფარმაცევტს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ესაჭიროება საკუთარი საქმის სიყვარული, ასევე შრომისმოყვარეობა და სწრაფვა მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ. გარდა ამისა, აუცილებელია, ფლობდეს ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა კარგი კომუნიკაცია. მომხმარებელთან წარმატებული კომუნიკაციის დამყარება - ეს ფარმაცევტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. თქვენდამი დაქვემდებარებული აკადემიის ,ფარმაცია (სააფთიაქო)“-ს კურსდამთავრებულებმა გამოავლინეს კარგი კომუნიკაციის უნარი მომხმარებელთან ურთიერთობაში,გამოირჩევინ პროფესიული უნარ-ჩვევებით. დროის მოკლე მონაკვვეთში მათ შესანიშნავად გაიარეს სტაჟირება. დავასაქმეთ წარმატებული 10 კურსდამთავეებული. ვიცით, რომ ასეთი კადრების მომზადება დაკავშირებულია დიდ რესურსებსა და ძალისხმევასთან, მით უმეტეს, დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ. თქვენს მიერ გაწეული ღვაწლი,პროფესიონალურ გუნდთან ერთად, - ახალგაზრდების კვალიფიციურ სპეციალისტებად მომზადებაზე ზრუნვა - სამაგალითოა ყველასთვის. ძალიან ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის წინ ამირჩიეთ, როგორც ერთერთი დამსაქმებელი... როგორც კი მივიღე ეს შეთანხმება მივხვდი, რომ არჩევანში არ ვცდებოდი. მინდა აღვნიშნო ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთებისა და ჰარმონიული ძალისხმევის წყალობით, ჩემი კომპანია გახდა ერთ-ერთი აქტური დასაქმებელი. საქმიანმა ურთიერთობამ. დამსაქმებლებს საშუალება მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო პროფესიული განათლების ციკლის ყველა ეტაპზე – კვალიფიკაციის ფორმირებიდან კვალიფიკაციის მინიჭების ჩათვლით. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს პროფესიული განათლების როლის გაძლიერებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში და სისტემის მიმზიდველობის გაზრდაში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა პროფესიულ განათლებაში ის არის , რომ სწავლება უნდა შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს. პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმოკლესი გზაა ახალგაზრდების დასაქმებისაკენ. ჩემი სახელით და მთელი გუნდის სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მოხარული ვართ თქვენთან თანამშრომლობისა.სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გუნდებს შორის საქმიანი ურთიერთობა დამყარდა.ბაზარზე სასტიკი კონკურენციის პირობებში ჩვენ შევძელით ურთიერთგაგება და მზაობა. კომპანია ,,გოლდფარმი’’ იმედოვნებს ბათუმის სამედიცინო აკადემიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გაგრძელდებას უახლოეს წლებში.
პატივისცემით,
მანანა ბაუჟაძე
შპს ,,გოლდფარმი“-ს დირექტორი
27. 01. 2021 წელი
მიეძღვნა სეზონურ დაავადებათა პრობლემატიკას
ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთა ჩართულობით, აკადემიაში რეგულარუდ ტარდება ლექცია - კონსულტაციები ჯანდაცვის მიმართულების აქტიურ საკითხებზე. 19 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში, შესაბამისი პროგრამით ჩატარდა მორიგი ლექცია-კონცულტაცია. იგი მიეძღვნა შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში გამოვლინებად სეზონურ დაავადებებს, თემატიკით: „სეზონური დაავადებების მართვა და პრევენციული ღონისძიებები.“ ონლაინ აუდიტორიას წარმოადგენდნენ აკადემიის სტუდენტები და პედაგოგები. დღის წესრიგის საკითხზე ვრცლად ისაუბრეს მზია ბაკურიძემ (აკადემიის პროფესიული მასწავლებელი, ბიოლოგიის მაგისტრი ), ნონა ქათამაძემ (მედიცინის დოქტორი). იყო შეკითხვები. ონლაინ დამსწეთ გაეწიათ კონსულტაცია. აკადემია გეგმავს რეგულარულად ჩაატაროს მსგავსი ლექცია-კონსულტაციები.
მიეძღვნა გულსისხლძარღვთა დაავადებებს
დისტანციურად ჩატარდა ბათუმის სამედიცინო კადემიის სტუდენტთა თემატური ღონისძიება „გულსისხლძარღვთა დაავადებები და მკურნალობა.“ ღონისძიება მოამზადეს„საექთნო განათლების“ და „ფარმაციის (სააფთიაქო)“ მეორე სასწავლო წლის სტუდენტებმა. წარმოადგინეს მოხსენებები: „რევმატიზმი,“„გულის მანკი დიდებში და ბავშვებში,“ „სტენოკარდია,“„მიოკარდიუმის ინფარქტი,“ „არითმია,“„ათეროსკლეროზი,“ უნდა ითქვას, რომ ისინი კარგადდაეუფლნენ დისტანციურად მუშაობის უნარებს. წარმოდგენილ თემებზე ისაუბრეს სტუდეტებმა: ნინა მამულაძემ, ლიკა ხაჯიშვილმა, მეგი დემურაძემ, ვერონიკა გრიგორიანმა, ლინდა გოგიტიძემ, მარიამ დიმიტრაძემ, მაგდალენა ასანიძემ, ნათია მსხილაძემ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ინგა ვარდიძე (აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელი), სოფიო ბრუნჯაძე (პროფესიული განათლების მასწავლებელი, სტუდ. გაერთიანების მეცნიერ-ხელმძღვანელი, დოქტორანტი). გვეამაყებით, რომ ასეთი აქტიურები ხართ.
შეზღუდული შესაძლებლობა არარსებობს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დისტანციურად ჩატარდა თემატური ღონისძიება. ტაბლოზე გამოტანილი იყო პოზიცია „შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს.“ სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები „ვინ არიან შშშ პირები?,“ „შშშ პირები მსოფლიოში,“ „სერვისები შშშ პირებისათვის,“ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები,“ „შშშ ადამიანები და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში,“ „შშშ პირები საქართველოში.“ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ და წაიკითხეს მოხსენებები „საექთნო განათლების“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა: მაია ლეონიძემ, გურანდა თავართქილაძემ, ანი პაქსაძემ, ენდი ჩელებაძემ, ნანა ჯაფარიძემ, თამილა ბოლქვაძემ, მეგი ქორჩილავამ, ნინა კოჩალიძემ, ლინდა კონცელიძემ, ანჟელა ავაკიანმა, ირინე ვარშალომიძემ, ამანდა ასამბაძემ, ნათია მამულაძემ, მარიამ ბერიძემ (ემზარის ასული), ცისანა პაქსაძემ, ხათუნა მამულაძემ, მაია ანთიამ, თეონა ზოიძემ, მაგდა დუმბაძემ, მარიამ გოგრაჭაძემ, თეა დუმბაძემ, თამუნა ბროლაძემ, ინეზა აბაშიძემ, მეგის ზოიძემ, ანუკი დადიანმა, ლიზი დოლიძემ, ჯამილა ბახტაძემ, დიანა რახანიანმა, ლედი კონცელიძემ, მარიამ თავართქილაძემ, ხატია თურმანიძემ. ღონისძიების ორგანიზატურია აკადრმიის სტუდენტთა გაერთიანება.
აკადემიის სტუდენტთა ონლაინ კონფერენცია
აკადემიის სტუდენტებმა კარგად აუღეს ალღო დისტანციურად სასწავლო და შესაბამისად სხვადასხვა აქტივობების განხორციელების პროცესს. მიმდინარე სასწავლო წლის პირველ მონაკვეთში სტუდენტურმა გაერთიანებამ (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე- პროფესიული მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორანტი)ჩაატარა არაერთი საინტერესო ღონისძიება. მათ რიგს მიეკუთვნება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 დეკემბერს, დისტანციურად ჩატარებული კონფერენცია „აივ/შიდსი დაავადებაა და არა განაჩენი“. ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებთნ ერთდ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის და ქუთისის სამედიცინო კოლეჯ „სიოს“ სტუდენტები. შიდსის დღის შემოღების თაობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის პროფესიულმა მასწავლებელმა, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა - მზია ბაკურიძემ. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ სამედიცინო აკადემიის სტუდენტები: ნათია მსხალაძე, მარიკა ხინკილაძე,თამრიკო ბერიძე, ლიკა ხაჯიშვილი ,მეგი დემურაძე, ლანა ბაბუხადია,ნინა მამულაძე,ანეტი ფოთელიძე, სალომე ადეიშვილი ,მარიამ ბაჯელიძე, ვერონიკა გრიგორიანი, ნუნუ კახაძე და მარიამ დიმიტრაძე,ლინდა გოგიტიძე. გაიმართა აზრთა გაზიარება, დისკუსია. მასში აქტიურად ჩაერთნენ ასევე სტუმარი კოლეჯების სტუდენტებიც: მელანო ხაჩიძე, თამარ ბაკურიძე, მარიამ შამილაძე, მარიამ კეკელიძე,თამარ გოგიტიძე; (საზოგადოებრივი კოლეჯი) , სტუდენტი თამუნა შენგელია (კოლეჯი „სიო“). მადლობა მათ და აღნიშნული კოლეჯების დირექციებს აკადემიის ღონისძიებებში ჩართულობისათვის.
დისტანციურად აკადემიის ადმინისტრაციულ და მასწავლებელთა პერსონალის სხდომა
27 ნოემბერს გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციულ და პროფესიული განათლების მასწავლებელთა სხდომა. დღის წესრიგის საკითხს წარმოადგენდა „მიმდინარე სასწავლო წლის განვლილ მონაკვეთში სასწავლო-სამუშაო პროცესის მიმდინარეობის მდგომარეობა და უახლესი პერიოდის გამოწვევები.“ განხილული იქნა ონლაინ რეჟიმში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, აკადემიური მოსწრების, მეცადინეობებზე სწრებადობის მდგომარეობა, სტუდენტთა ფინანსური დავალიანებებით გამოწვეული პრობლემები. გამოტანილ საკითხებზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღინიშნა, რომ გასულ სასწავლო წლის მერე ნახევარში განხორციელებული სასწავლო პროცესის შედეგად შევიძინეთ დისტანციურად სწავლების და მუაობის განხორციელების კარგი გამოცდილება. შესაბამისად მიმდინარე სასწ. წელს შევხდით ბევრად მომზადებული. საგანმანათლებლო საქმიანობა მიმდინარეობს ორგანიზებულად. ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებზე, უახლოესი პერიოდის გამოწვევებზე. სამსახურეობრივი პოზიციებიდან გამომდინარე დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილემ), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ნანა მატუამ (ფინანსური მენეჯერი), ჯგუფის კურატორმა ნარგიზ ბუცხრიკიძემ, ნინო უზუნაძემ. სხდომის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და პოზიციები დააფიქსირეს პროფესიული განათლების მასწავლებლებმა - ინგა ვარდიძემ, ირმა ნოზაძემ, მარინა კვირიკაძემ, ზაირა ჯაფარიძემ, ნანა ანანიძემ ... განხილულ საითხებზე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილებები.
ონლაინ ღონისძიება შაქრიანი დიაბეტის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
შაქრიანი დიაბეტიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონლაინ რეჟიმსი, 13 ნოემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა გაერთიანებამ (მეცნიერ-ხელმძღვანელი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორანტი სოფიო ბრუნჯაძე) ჩაატარა თემატური ღონისძიება. კერძოდ გამოტანილი იყო ტექსტები: ,,დიაბეტი გლობალური პრობლემაა, რომელიც შესძლებელია თვითოეულ ჩვენგანს შეეხოს,“ 3უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას მის გაცნობიერებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დაავადების მართვაში ოჯახის წევრთა ჩართულობა, ზრუნვა და პრევენციული ზომების მიღება.“ საინტერესო მოხსენებით გამოვიდნენ აკადემიის ფარმაციის (სააფთიაქო) და საექთნო განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები: თეონა ხმალაძე,სოფიკო ბოლქვაძე, ნინო ზოიძე, ნინო აბაშიძე, ლოლიტა ავჯიშვილი, ქეთი ბერიძე, სოფო ბოლქვაძე, თამუნა დუმბაძე, თათია შაშიკაძე, თამარბა კურიძე, ნინო რომანაძე, თამარ ბერიძე, ეკატერინე ჯიჯიეშვილი, მელანო ხაჩიძე, ნინო საფარიძე, ლანა გელაძე, თინათინ მალაყმაძე, მარიამ ცხვიტარია, ნათელა ვაშაყმაძე, თამარ პეტრიძე, ნათია ბერიძე, ანჟელიკა მჭედლიძე, მარინა მახარაძე,ლიკა ივანაძე,მარიამ კვირიკაძე, ნმანანა აბულაძე, სალომე აბულაძე, მარიამ ზაქარაძე, თაკო ანთაძე, დიანა მარაბიანი, ლიკა ირემაძე, მარიამ მჭედლიშვილი, თამუნა ჟორდანიძე, ამალია აბგარიანი, ილონა ბაგიშვილი, ლინდა ლომაძე.ამათი მოხსენებები მოიცავდა თემებს: 3დიაბეტის სტატისტიკა,“ ,,დიაბეტი და მისი მართვა,“ ,,დიაბეტი და მისი ტიპები,“ ,,ორსულობა და შაქრის დიაბეტი,“ ,,შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში,“ ,,დიაბეტით დაავადებულები საქართველოში“... შაქრიანი დიაბეტის შემოღების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლები: ნანა ანანიძე, ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), ინგა ვრდიძე, მარინა კვირიკაძე, შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), ზაირა ჯაფარიძე, გერმანიიდან ღონისძიების მონაწილეთ მიმართა კოლეჯ 3სიოს“ დირექტორი სალომე სიორდიამ.