05.03.2021

5 მარტს ონლაინ ფორმატში ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა ძალებით გაიმართა დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი საღამო. სტუდენტურ გაერიანებასთან ერთად ღონისძიება მოამზადა და მიყავდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერ, პგმ მზია ბაკურიძეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლები. მათ არაერთგზის გაგვილამაზეს ღონისძიებები. მრავალფეროვანი იყო სტუდენტთა გამოსვლის თემატიკა.: ,,შეწყვეტილი სიცოცხლე“, ,,ძლიერი ქალი,“ ,,დედაშვილობის ძალა,“ „ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე“...  მოხსენებებს ენაცვლებოდა დედის - ქალისადმი მიძღვნილი ლექსები. საღამოთი დიდი კმაყოფილება გამოხატრეს სტუმრებმა. ონლაინ ფორმატის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის მათ გადაეცათ ლამაზად გაფორმებული მადლობის ბარათები. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ ქალბატონებს, სტუდენტ გოგონებს მიულოცა დედისა და ქალთა დღე. სტუდენტ დედებს, რომლებიც კარგათ უხამებენ ერთმანეთს ოჯახსა და სწავლას, ბრძანებით გამოეცხადათ მადლობა და გადაეცათ „მადლობის ბარათები.“ სხვადასხვა აქტივობების წარმატებით განხორციელებისა და დედის დღისადმი მიძღვნილი საღამოს მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მზია ბაკურიძეს გამოეცხადადა მადლობა „მადლობის ბარათი“-ის გადაცემით.

18 19 20 21

                 22         23          24