18.09.2020

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის

უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2020 წლის სექტემბერში პროფესიული ტესტირების შედეგდ ბსა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა აპლიკანტებმა 2020 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, 11.00-დან 17 საათამდე ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია ( მისამართზე: ქ.ბათუმი პუშკინის ქ.№118, მედცენტრი V სართული). 

ა). განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუნარ/შეზღუდულია, განცხადება უნადა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა) .

ბ). პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუნარ/შეზღუდული, პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმნეტი. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას).

გ). სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - „საექთნო განათლებისა“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის. (პირმა რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ).

დ). ოთხი ფოტოსურათი 3Х4-ზე (მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე წარმოდგენილი).

ბსა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ: თუ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ვერ მოახერხებთ მითითებულ დროში აკადემიაში მოსვლას დარეკეთ   ტელეფონებზე.: 577 661   477; 593 408 070. აკადემიაში უნდა გამოცხადდეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით. ასევე დოკუმენტაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.ფოსტით: Bat.medicalacademi@mail.ru

            დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ მითითებულ ტელეფონებზე.              

                                                                                                  გისურვებთ წარმატებებს.