14.05.2019

აკადემია ბათუმის II საერთაშორისო

სამედიცინო გამოფენაზე

             ბათუმის სამედიცინო აკადემია   მიწვეული იყო ბათუმში გამართულ II საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე „მედიცინა და ტურიზმი“. ღონისძიება მიმდინარეობდა სამ დღეს (10-12 მაისი). შთამბეჭდავად გამოირჩეოდა ლამაზად მოწყობილი აკადმიის პავილიონი. ამშვენებდა სასწავლებლის ბანერი, სურათების სტენდი   „გამოფენიდან-გამოფენამდე“, სტუდენტ ქეთი კუჭავას მხტვრული ტილოები,ლექსები, სარეკლამო მასალები და რაც მთავარია ამშვენებდნენ თეთრ ხალათებში გამოწყობილი სტუდენტები. მოწყობილ კუთხეში პრაქტიკოსი ექთნის სტუდენტები მსურველთ უსინჯავდნენ წნევას, უღებდნენ შაქრის ანალიზს. გამოფენის გახსნის პროცესში სტუდენტებმა ხალხმრავალი დელეგაციის წინაშე გაითამაშეს გულწასვლის სიმულაცია. „გულწასულ“ მეგობარს სტუდენტებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“. აკადემიის პავილიონის გვერდით   გახსნილი იყო ეროვნულ ფორმაში გამოწყობილი პოლონეთის დელეგაციის, ზემო აჭარის რაიონების პავილიონები, ისმოდა მუსიკა....11 მაისს საერთაშორისო გამოფენის ეგიდით მოეწყო კონფერენციები. სტუმართათვის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის და ტურისტული მიმართულებების გასაცნობად მოხსენებები წარმოადგინეს აკადემიის სტუდენტებმა: გალია ასამბაძემ „საქართველოს მინერალური წყლები“, ნათელა აზნაურიშვილმა „ზაფხული. ზღვა და რუჯი“, ქეთევან ირემაძემ „დაბინძურება და მისი გავლენა ბუნებაზე“, ლინდა ფენჩიძემ „მწვანე ჩაი და მედიცინა“, თათია გოგუაძემ „ტურისტული ბიზნესი და მისი განვითარება საქართველოში - მტირალას მთა“. მარიამ მოწყობილმა „ზეთის ხილის სამედიცინო გამოყენება“... ღონისძიება მიყავდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერ მზია ბაკურიძეს. კონფერენციას ესწრებოდნენ გამოფენის მონაწილეები, გამოფენის გენერალური დირექტორი ოსმან მჟავანაძე.12 მაისს მოეწყო გამოფენის საზეიმო დახურვა. საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის აკადემიას გადაეცა მონაწილის სერთიფიკატი. II საერთაშორისო სამედიცინო გამოფენის ჩართულობაში ბათუმის სამედიცინო აკადემიისადმი ხელისშეწყობისათვის გამოფენის გენერალურ დირექტორ ოსმან მჟავანაძეს მიენიჭა „საპატიო აკადემიელის წოდება“. საპატიო აკადემიელის დიპლომი ბატონ ოსმანს გადასცა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. გაიჭრა საზეიმო ტორტი.

  104 105 106 107

   108 109 110 111