12.05.2019

2019 წლის, 12 მაისს, ექთანთა საერთაშორისო დღეს, სასტუმრო „შერატონ პალასის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის პერსონალი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები და სხვა დაინტერესებულ პირები. ღონისძიებას ამშვენებდა სტენდი წარწერით „ერთი სიცოცხლის გადარჩენა გმირის საქმეა, ათასის კი - ექთნის“ და გულის ფორმის საჰაერო ბუშტები. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური თემები. ექთნების საერთაშორისო დღე სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ინგა შალამბერიძემ. ისაუბრეს ექთანთა საერთაშორისო დღის დაარსების ისტორიის შესახებ, აღინიშნა რომ, ერთ–ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის, ექთნების საერთაშორისო დღე (International Nurses Day) ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება. ეს თარიღი უკავშირდება ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი ინგლისელის – ფლორენს ნაითინგეილის (Florence Nightingale) დაბადების დღეს, რომელმაც ყირიმის ომის დროს (1853–1856 წლები) მსოფლიოში პირველი მოწყალების დების სამსახური ჩამოაყალიბა. გადაწყვეტილება მედიცინის დის საერთაშორისო დღის ოფიციალური აღნიშვნის შესახებ 1974 წლის იანვარში მიიღეს. ექთნები მუშაობენ უშუალოდ პაციენტებთან მთელი მკურნალობის განმავლობაში. სამედიცინო მომსახურების დიდ ნაწილს სწორედ მედდის პერსონალი ახორციელებს.სიტყვით გამომსვლელებმა მომავალ და მოქმედ ექთნებს უსურვეს მაღალი პროფესიონალიზმით, საქმის სიყვარულით შეესრულებინოთ თავიანთი პროფესიული მოვალეობა. სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები: ნათია აზნაურიშვილი, ქეთევან ირემაძე, მარიამ ასამბაძე, ქეთევან კუჭავა, მაია დავითაძე. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა გამოფენა „EXPOMED BATUMI- 2019“ დირექტორი ბატონი ოსმან მჟავანაძე.ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა დაარიგეს ამ დღისთვის სპესიალურად შექმნილი ფლაეები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

        98 99 100 101 102 103