10.05.2019

XXIVკონფერენცია აკადემიაში

სტუდენტური დღეების ფარგლებში 2-8 მაისს საინტერესო ღონისძიება გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. ჩატარდა სტუდენტთა XXIV სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. მომზადდა კონფერენციისადმი მიძღვნილი პროგრამა. სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს შინაარსობრივად მრავალფეროვანი და აქტუალური 25-მდე მოხსენება.წარმოდგენილ მოხსენებეს შეფასებას აძლევდა კომპეტენტური ჟიური (ინგა შალამბერიძე - ჟიურის თავჯდომარე, შორენა უზუნაძე - დირექტორის მოადგილე, ნანა ანანიძე, მარინა კვირიკაძე - პროფესიული მასწავლებლები, გალინა - მარიამ ასამბაძე - სტუდენტთა გაერთიანების ლიდერი). კონფერენციას ესწრებოდნენ ბათუმის უნივერსიტეტის პროფესიული საგნმანათლებლო პროგრამების და ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის სტუდენტები.წარმოდგენილი მოხსენებებიდან საპრიზო ადგილები მიეკუთვნათ: საუკეთესო ნაშრომებისათვის პირველი საპრიზო ადგილები დაიმსახურეს სტუდენტებმა მაია პაიჭაძემ (ხელმძღვანელი - პროფესიული მასწავლებელი ზინაიდა ფირცხალაიშვილი) და ნინო გელაძე (ხელმძღვანელი - მზია ბაკურიძე, პროფესიული მასწავლებელი); მეორე საპრიზო ადგილები მიეკუთვნათ სტუდენტებს - თამარ გოგუაძეს, ნანი ქამაშიძეს.მესამე და წამახალისებელი საპრიზო ადგილები დაიკავეს სტუდენტებმა - ნათია აზნაურიშვილმა, ქეთევან უზუნაძემ, ქეთევან ირემაძემ, ლიკა მდინარაძემ, მარინა მოწყობილმა, ნინო თურმანიძემ, ლინდა ფენჩიძემ. პრიზი ,ჟიურის სიმპატია“ მიეკუთვნათ სტუდენტებს, ქეთევან კუჭავას, მაია დავითაძეს. შესაბამისად სტუდენტები, მათი ხელმძღვანელი პედაგოგები დაჯილდოვდნენ აკადემიის ქებისა და საპატიო სიგელებით, დასაჩუქდნენ წიგნებით. კონფერენციის მომზადება-ჩატარებაში განსდაკუთრებით აქტიური ჩართულობისათვის დირექტორის ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ პროფესიულ მასწავლებლებს, მზია ბაკურიძეს (ასევე დაჯილდოვდა ფულადი პრემიით), ნანა ანანიძეს (გადაეცა მადლობის ბარათი). კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები მიულოცეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი), სოფიო ბრუნჯაძემ (სტუდენტური გაერთიანების მეცნიერ- კონსულტანტი, პროფესიული მასწავლებელი), გალინა ასამბაძემ (სტუდენტური გაერთიანების ხელმძღვანელი), სააფთიაქო ქსელ ,,გლუკოზას“ მენეჯერმა გურამ სურმანიძემ, პროფესიულმა მასწავლებლებმა მარინა კვირიკაძემ, მარინა ცეცხლაძემ, ინგა ვარდიძემ. ასევე მოეწყო აკადემიის სტუდენტთა და პედაგოგთა მონაწილეობით ექსკურსია გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალში. გადაიღეს სამახსოვრო სურათები. სტუდენტები დაბრუნდნენ დიდი შთაბეჭდილებებით. სტუდენტური დღეები გრძელდება.

       89 90 91 92 93

        94 95 96 97