15.04.2019

სიყვარულისა და დედაენის დღე აკადემიაში

             2019 წლის 15 აპრილს ამაღლებული განწყობა იყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. სააქტო დარბაზს ამშვენებდა ყვავილები, ფერად-ფერადი ბუშტები, ლამაზად გაფორმებული სტენდი „ჩვენ გვიყვარს პოეზია“. აკადემიის ტუდენტთა ინიციატივით მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან. დამსწრეთ ლამაზი დღე მიულოცა აკადემიის დირექორმა რევაზ უზუნაძემ. უსურვა სიყვარულით ეკეთებინოთ თავიანთი საქმე-საკეთებელი. გაიხსენა დედაენის დასაცავად 1978 წლის 15 აპრილს აბობოქრებული ვნებათა ღელვა საქართველოში. საღამო მიყავდა აკდემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენჯერს მზია ბაკურიძეს. მან დამსწრეთ მიულოცა 15 აპრილის დღესასწაული და ტრიბუნა დაუთმო სტუდენტებს. სიყვარულზე, დედა ენაზე  მიძღვნილი საკუთარი ლექსები „ჩანაწერები უბის წიგნაკიდან“ წაიკითხეს აკადემიის სტუდენტებმა ნანა ცეცხლაძემ, ქეთევან კუჭავამ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სტუდენტმა ნინო მახარაძემ, აკადემიის კურსდამთავრებულმა შოთა ლომინაძემ წაიკითხა სიყვარულისადმი მიძღვნილი ლექსები. პოეტ ზურაბ გორგილაძის ლექსი „სიტყვა“ ბატონო წაიკითხა ქალბატონმა მზია ბაკურიძემ. აკადემიის ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის სტუდენტმა ანა პაიჭაძემ, ვიდეო მასალის ჩვენებით დამსწრეთ მოუთხრო აპრილის დამდეგს, დელეგატის სტატუსიტ, საქართველოს ახალგაზრდა დელეგატებთან ერთად, ევროსაბჭოში ვიზიტის შესახებ.მოეწყო პრაქტიკოსი ექთნის პირველი ს/წლის სტუდენტ ნიჭიერი მხატვრის ქეთი კუჭავას ნახატების პერსონალური გამოფენა.სტუდენტ-ახალგაზრდობას მიესალმენ და წარმატებები უსურვეს სააფთიაქო ქსელ „გლუკოზას“ დირექტორი გიორგი სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ნატა ხინკილაძე. აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის  მენეჯერი ინგა შალამბერიძე, პროფესიული მასწავლებლები - მარინე კვირიკაძე, ინგა ვარდიძე, ნანა ანანიძე. სიტყვებით გამოვიდნენ სტუდენტები ნატა ღოღობერიძე, დიანა გობაძე.დასარულს სტუდენტურ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეებისათვის აკადემიის სიგელებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: მაი დავითაძე, დიანა ამაღლობელი, ანა კონცელიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნანა ცეხლაძე, ანა პაიჭაძე, ქეთი კუჭავა, დიანა გობაძე, თათია გოგუაძე, ლიკა გოგაძე, ნინო გელაძე, თამარ ჯაიანი, იანა წულუკიძე, წარჩინებული სწავლისა და ახალგაზრდა დელეგატის სტატუსით ევროსაბჭოში წარმატებული ვიზიტისათვის სტუდენტ ანა პაიჭაძეს გადაეცა ასევე აკადემიის დირექტორის, პროფესორ რევაზ უზუნაძის წიგნი „ბათუმი“ (ისტორია და თანამედროვეობა)“. აკადემიის დირეტორმა დიდი მადლობა გადაუხადა ქალბატომ მზია ბაკურიძეს მისი     ორგანიზებით მომზადებული შთამბეჭდავი ღონისძიებისათვის.

  75 76 77 78

  79 80 81 82